Робота для біженців з України
მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ინგლისური ენის სკოლა – ლინგოსთარი
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 04 აპრილი
საერთაშორისო/საგანმანათლებლო ორგანიზაცია ლინგოსთარი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

მარკეტინგის სპეციალისტი პასუხისმგებელი იქნება კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაზე, ბრენდის ცნობადობის ზრდასა და გაყიდვების მხარდაჭერაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული სტრატეგიისა და კამპანიების დაგეგმვა და შესრულება
** ციფრული მარკეტინგის არხების მართვა (Facebook, Instagram და სხვა)
** სარეკლამო მასალების მომზადება დიზაინერთან ერთად (ტექსტები, ვიზუალის დავალება, ბანერები და ა.შ.)
** ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი
** სოციალური მედიის კონტენტის დაგეგმვა და მართვა
** კამპანიების შედეგების ანალიზი და ანგარიშგება
** პარტნიორებთან და კონტრაქტორებთან კომუნიკაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მომიჯნავე სფეროში.
** მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგში
** ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების ცოდნა
** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა

რას გთავაზობთ:

** კონკურენტული ანაზღაურება
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** მეგობრული და დინამიური სამუშაო გარემო
** კარიერული ზრდის პერსპექტივა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტაზე: careerssinternational@gmail.com და სათაურში მიუთითეთ: "მარკეტინგის სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე