Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=705269&print=yes&view=jobs
 
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: Askaneli Falestra
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 04 აპრილი
კომპანია "ასკანელი ფალესტრა" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

"ასკანელი ფალესტრა" - ეს არის ადგილი სადაც თანამედროვეობა და ქართული ტრადიციები ერთმანეთთან არის შერწყმული, რომლის გუნდიც ყოველდღიურად ვითარდება და იზრდება. ჩვენი მთავარი საყრდენი - კვალიფიციური და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები. თუ გსურთ შემოუერთდეთ, მეგობრულ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს, ასევე მოახდინოთ თქვენი საქმიანობის უკეთესად რეალიზება, გელოდებით ჩვენს გუნდში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.facebook.com/askanelifalestra

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #37მ;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე;
ანაზღაურება: საათობრივი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების თავაზიანი და პროფესიონალური დახვედრა და მაგიდასთან განთავსება;
** მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** მენიუსა და კერძების შემადგენლობების სრულყოფილი ცოდნა;
** სტუმრებისათვის ინფორმაციის მიწოდება სპეციალური შეთავაზებებისა და სხვა სიახლეების შესახებ;
** შეკვეთების სისტემურად უზრუნველყოფა;
** ანგარიშის მომზადება და სტუმრისათვის წარდგენა;
** სტუმრებთან აქტიური კომუნიკაცია და მათ კმაყოფილებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** გუნდურად მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კვება;
** Fitpass;
** ღამის საათებში ტრანსპორტირება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) მეილზე: askanelifalestra.hr@gmail.com. სათაურის ველში (subject)- ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "ასკანელი ფალესტრა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

შპს "ასკანელი ფალესტრა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია