Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=705268&print=yes&view=jobs
 
მთავარი ბუღალტერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ზღვა ლუდი
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 04 აპრილი
კომპანია "ზღვა ლუდი" ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან არის წარმოდგენილი და სთავაზობს მომხმარებლებს ჩამოსასხმელი ლუდის ყველაზე ფართო არჩევანს. ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 50 სახეობის ჩამოსასხმელი ლუდი, როგორც მსოფლიო მწარმოებლების, ასევე ცოცხალი ლუდის ექსკლუზიური სახეობები. კომპანია მუდმივად ვითარდება, და დღესდღეობით წარმოდგენილია 19 დიდი მაღაზიით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. "ზღვა ლუდის" მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების მაღალი სტანდარტი.

კომპანია "ზღვა ლუდი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. განვიხილავთ როგორც გამოცდილ მთავარ ბუღალტრებს, ასევე, კვალიფიციურ ბუღალტრებს, რომლებიც მზად არიან პროფესიული განვითარების მომდევნო საფეხურზე გადასასვლელად.

სამუშაო პირობები:

** ლოკაცია: ქ. ბათუმი (ბენზე)
** ანაზღაურება: 2200 ₾-დან (გასაუბრების მიხედვით)
** დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

თქვენი ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის წარმოება;
** საგადასახადო და ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა;
** საბუღალტრო პროგრამა ORIS 7-ში მუშაობა;
** პირველადი დოკუმენტაციისა და ბუღალტრული აღრიცხვის სისწორის კონტროლი;
** სალარო ოპერაციებისა და საბანკო გადახდების კონტროლი;
** საგადასახადო ორგანოებთან კომუნიკაცია;
** ხელმძღვანელობისთვის ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
** ბუღალტერ-ოპერატორის საქმიანობის კონტროლი (ზედნადებებისა და პირველადი აღრიცხვის მიმართულებით).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ქართული და რუსული ენების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა ORIS 7-ში მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა);
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
** საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა და სისტემური მიდგომა სამუშაო პროცესისადმი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ სამსახურს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე ქართულ ენაზე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: staff@zgvaludi.ge.

რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

შპს "ზღვა ლუდი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია