Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=705262&print=yes&view=jobs
 
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Hazet Georgia
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 04 აპრილი
კომპანია "HAZET GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენი კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ქართულ ბაზარზე მომსახურების გაწევას კორპორატიული მომხმარებლებისთვის, ბანკები, მიკროსფინანსო ორგანიზაციები, საელჩოები, სასტუმროები, ბექ-ოფისები და ა.შ.

პრეტენდენტს აღნიშნულ პოზიციაზე ექნება საკუთარი შემოქმედებითი უნარებისა და იდეების განხორციელების სრული შესაძლებლობა, გამოცდილი გუნდის წევრების მხარდაჭერით, წამყვან ორგანიზაციებთან მოლაპარაკების პროცესში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიურად ჩანიშნული შეხვედრების ჩატარება.
** მოლაპარაკების პროცესის დაწყება გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.
** ეფექტური მოლაპარაკების წარმოება;
** საკუთარი გაყიდვების სტრატეგიის და კვარტალური გეგმის შესრულებისთვის საჭირო იდეების გენერირება;
** საკუთარ პორტფელის მართვა, ზრდა;
** მომხმარებლებისთვის კომპანიის სერვისის სარგებლიანობის, მომსახურების მოქნილობის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
** პარტნიორ ორგანიზაციებთან ფინანსური სისტემისა და გადახდის სისტემის სწორი წარმართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროს სიყვარული
** სავალდებულოა გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების (MS/Office) ცოდნა საშუალო დონეზე.
** სავალდებულოა საკუთარი ავტომობილის ფლობა
** მაქსიმალური ასაკი 32 წელი

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოწესრიგებული
** აქტიური, დასაშვებია ჰიპერაქტიურობაც
** თვითდაჯერებული
** დროის მართვის უნარი

შემოსავალი დასაწყისში 2500-3500 ლარი, + მანქანის ცვეთისა და საწვავის ხარჯები.

1) ფიქსირებული
2) ბონუსი
3) პორტფელის ბონუსი
4) მზარდი სისტემა

ლოკაცია - თბილისი
განაკვეთი - ორშაბათი-პარასკევი, სრული

ვაკანსიაში მითითებულია პირადი მეილი, გამომდინარე იქიდან, რომ ვეძებთ ნამდვილად მონდომებულ ადამიანს, რომელიც ამ პირობებით და მოცემულობით ეძებს ვაკანსიას და არა იმათ, ვინც ჩვენი ბრენდის ცნობადობის გამო გამოაგზავნის რეზიუმეს.

გთხოვთ თქვენი რეზიუმე მოგვაწოდოთ შემდეგ მეილზე: hazetgeorgia@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია