Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=705259&print=yes&view=jobs
 
სასწორის ოპერატორი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასწორის ოპერატორი
მომწოდებელი: საქართველოს ცემენტის კომპანია
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 30 მარტი
შპს "საქართველოს ცემენტის კომპანია" გახლავთ ცემენტის მწარმოებელი კომპანია, რომელიც უკვე 10 წელია აწარმოებს ცემენტს და ემსახურება საქართველოს ბაზარზე არსებული წამყვან სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს.

შპს "საქართველოს ცემენტის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას სასწორის ოპერატორის (რეზერვი) პოზიციაზე.

პირობები:

** ვაკანსიის მდებარეობა: ქ.ფოთი
** პოზიცია: სასწორის ოპერატორი - რეზერვი
** სამუშაო განაკვეთი: სრული - 40 საათიანი სამუშაო კვირა (ცვლის თანამშრომელი)
** გრაფიკი: ორშაბათი - კვირა 09:00 - 09:00 (24 საათიანი ცვლა), შესვენება - ცვლაში 4 საათი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ინერტული მასალის მიღება, აწონა, შედარება ზედნადებთან და ელექტრონულად დამუშავება/შენახვა;
** სასწორის ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი კონტროლი და რეპორტის მომზადება ტექნიკური განყოფილებისთვის;
** რეალიზებული ცემენტის ზედნადებებისა და ცემენტმზიდის ანგარიშ ფაქტურების პროგრამული უზრუნველყოფა;
** მასალების სწორედ გადანაწილება და შესაბამის განყოფილებებში გადაგზავნა.
** აწონის ბარათის (ამონაწერის) მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სამშენებლო ტექნოლოგიების მიმართულებით;
** გამოცდილება სასწორის ან სხვა ტექნიკური აღჭურვილობის ოპერირებაში;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების (EXCEL, WORD, RS) ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობა;
** კეთილსინდისიერება.

კომპანია უზრუნველყოფს:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კომფორტული სამუშაო გარემო.

კანდიდატების შერჩევა მოხდება:

სატელეფონო და ინდივიდუალური გასაუბრებით, კანდიდატი გაივლის 2 კვირიან არაანაზღაურებად სტაჟირებას, წარმატებით დასრულების შემდეგ გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@gcco.ge 2026 წლის 30 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: სასწორის ოპერატორი (რეზერვი).

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია