|
დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
აბიო ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 04 მარტი
/ ბოლო ვადა: 04 აპრილი
|
კომპანიის შესახებ:
კომპანია "აბიო ჯორჯია", ეძებს გუნდის ახალ წევრს.
კომპანიაში მთავარი ბუღალტრის ფუნქციები და მოვალეობები მოიცავს შემდეგს:
1. ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება:
** ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება და კონტროლი
** ფინანსური ანგარიშგების მომზადება (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადები)
** თვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენა
** IFRS/საქართველოს სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
2. საგადასახადო ვალდებულებები:
** დეკლარაციების მომზადება და წარდგენა (დღგ, მოგების გადასახადი, საშემოსავლო და სხვ.)
** საგადასახადო რისკების მართვა
** ურთიერთობა საქართველოს შემოსავლების სამსახური-თან
** საგადასახადო შემოწმებების პროცესის მართვა
3. შიდა კონტროლი და ფინანსური დისციპლინა:
** შიდა ფინანსური პოლიტიკის დანერგვა
** ხარჯების კონტროლი და ოპტიმიზაცია
** ფინანსური რისკების შეფასება
4. ხელფასები და პერსონალის აღრიცხვა:
** ხელფასების დარიცხვა
** შვებულებების, ბონუსების და კომპენსაციების აღრიცხვა
** სოციალური და საპენსიო შენატანების კონტროლი
5. ბანკებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა:
** საბანკო ოპერაციების კონტროლი
** სესხებისა და ლიზინგის აღრიცხვა
** ფინანსურ ინსტიტუტებთან კომუნიკაცია
6. აუდიტი და ინვენტარიზაცია:
** შიდა და გარე აუდიტის კოორდინაცია
** ქონებისა და მარაგების ინვენტარიზაციის ორგანიზება
7. მენეჯმენტთან მუშაობა:
** ფინანსური ანალიზის მიწოდება დირექტორისთვის
** ბიუჯეტის დაგეგმვა და შესრულების კონტროლი
** Cash Flow-ის დაგეგმვა
მთავარი ბუღალტერი პასუხისმგებელია:
** ფინანსური ინფორმაციის სიზუსტეზე
** საგადასახადო კანონმდებლობის დაცვაზე
** კომპანიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების (ფასს/IFRS) სრულყოფილი ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (მაგ: Oris, Fina, Balance ან სხვ.);
** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვისა და ვადების დაცვის უნარი.
ჩვენი პირობები:
** ანაზღაურება: 5000 ლარი
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს.
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 სთ - 18:00 სთ. ლოკაცია: თბილისი, საბურთალო
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: nj@power-it.ge. სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: "მთავარი ბუღალტერი".
|
|
|
|