Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=705224&print=yes&view=jobs
 
ბარმენი/ლუდის ჩამომსხმელი - თბილისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარმენი/ლუდის ჩამომსხმელი
მომწოდებელი: Beer Georgia
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 04 აპრილი
ლუდის მაღაზიათა ქსელი "Beer Georgia" მომხმარებლებს სთავაზობს საუკეთესო ლუდებს მთელ ევროპაში.

ცენტრალური ლუდსახარშებიდან ჩვენთან წარმოდგენილია გერმანული, ჩეხური, ბელგიური, დანიური, ირლანდიური და ინგლისური ლუდების ფართო არჩევანი, როგორც ჩამოსასხმელი, ასევე ბოთლის და ქილის.

ლუდის მაღაზიათა ქსელი "Beer Georgia"-ი აცხადებს ვაკანსიას ლუდის ჩამომსხმელის/ბარმენის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, დიდუბის რაიონი.
ანაზღაურება: - დღეში 60 ლარი + ბონუსი გაყიდული ლუდის მიხედვით.
სამუშაო გრაფიკი და საათები: სრული განაკვეთი; 09:30-დან 23:00-მდე თვეში 15 დღე. (2 დღიანი მუშაობის მერე 2 დღე დასვენება).

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის დახარისხება და კონტროლი სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლის განწყობაზე ზრუნვა;
** ვადების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ზოგადი მოთხოვნები:

** მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური, ენერგიული;
** პუნქტუალური, მიზანდასახული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგზავნოთ ელფოსტაზე: brauhaustbilisi@gmail.com და სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია