Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=705215&print=yes&view=jobs
 
41 დადგენილების ექსპერტი / მთავარი არქიტექტორის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: 41 დადგენილების ექსპერტი / მთავარი არქიტექტორის თანაშემწე
მომწოდებელი: სტუდიო ალფა სახლი
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 04 აპრილი
"ალფა ჯგუფი" წარმოადგენს არქიტექტურულ და სამშენებლო კომპანიას, რომელიც წარმატებით საქმიანობს საქართველოში 2003 წლიდან.

კომპანიის პროექტები:

https://alphahome.ge/ka
https://lisitopograph.ge


არქიტექტურული კომპანია "სტუდიო ალფა" აცხადებს ვაკანსიას 41 ექსპერტის (მთავარი არქიტექტორის თანაშემწის) პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** მრავალფეროვან პროექტებს
** კარიერული ზრდის პერსპექტივას

ძირითადი მოვალეობები:

** საპროექტო წინადადების მომზადებაში მონაწილეობა
** პროექტის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** პროექტის სხვადასხვა საკითხების/სქემების შეთანხმება მომიჯნავე სპეციალისტებთან. (კონსტრუქცია, გეოდეზია, ტექნოლოგიური სქემები, საინჟინრო სქემები და სხვ.)
** საპროექტო დოკუმენტაციის შემოწმება ხარვეზების არსებობის თაობაზე
** ყოველკვირეული რეპორტის მომზადება შესრულებული სამუშაოების შესახებ
** პროექტის მიმდინარეობის პროცესის ორგანიზება და კონტროლი
** პროექტის ვადების კონტროლი და დაცვა
** საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწოდება
** მომსახურების გამწევ სპეციალისტებთან/ორგანიზაციებთან ხელშეკრულების მომზადება/გაფორმება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არქიტექტურის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი.
** 41 დადგენილების და სხვა მოქმედი კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, Autocad, photoshop)
** Archicad - მაღალ დონეზე ცოდნა

ჩაითვლება პრიორიტეტად:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** მერიის არქიტექტურულ სამსახურში (4 კლასის ობიექტები) მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ორშ - პარ. 10:00 - 19:00
** ანაზღაურება 4 000 - 5 000 ლ. კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე
** ადგილმდებარეობა. ქ. თბილისი. რუსთაველის გამზირი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელ მისამართზე: studio@alphahome.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია