|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი - HoReCa მიმართულება
|
| მომწოდებელი:
ჩემო კარგო
|
|
გამოქვეყნდა: 04 მარტი
/ ბოლო ვადა: 04 აპრილი
|
ჩემო კარგო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე — გაყიდვების მენეჯერი (HoReCa მიმართულება).
კომპანია ეძებს გამოცდილ გაყიდვების მენეჯერს HoReCa მიმართულებით, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თბილისის მასშტაბით ჩვენი ალკოჰოლური პროდუქციის (ლუდი, არაყი) განვითარებასა და გაყიდვების ზრდაზე. პოზიცია მოიცავს აქტიურ ვიზიტებს ობიექტებში, სადაც ალკოჰოლი იყიდება, ახალი პარტნიორების მოძიებას და არსებული ურთიერთობების გაძლიერებას.
ძირითადი მოვალეობები:
** HoReCa ობიექტებში პროდუქციის აქტიური შეთავაზება და გაყიდვების ზრდა
** ახალი კლიენტების მოძიება და თანამშრომლობის განვითარება
** არსებული კლიენტების მართვა და ურთიერთობის გაძლიერება
** ბაზრის მონიტორინგი და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა
მოთხოვნები:
** გაყიდვების გამოცდილება (აუცილებელია ლუდისა და არყის მიმართულებით)
** საკუთარი ავტომობილი და მოქმედი მართვის მოწმობა
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** მაღალი მოტივაცია და შედეგზე ორიენტაცია
პირობები:
** ინდივიდუალურად მორგებული სამუშაო გრაფიკი (შესაძლებელია სამუშაოს დღის მეორე ნახევრიდან დაწყება)
** ფიქსირებული ანაზღაურება: 1500-2000 ლარი
** გაყიდვების ბონუსი: 2%
** საერთო შემოსავალი (ფიქსირებული + ბონუსი): 2500-5000 ლარამდე.
** საწვავით უზრუნველყოფა.
გთხოვთ გამომეხმაუროთ ის კანდიდატები ვინც აკმაყოფილებთ ამ მოთხოვნებს.
გისურვებთ წარმატებებს!
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე hr@originali.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 555332592 სალომე
|
|
|
|