Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=705212&print=yes&view=jobs
 
ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: ქუიზამდე
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 04 აპრილი
ახალი სტუდენტური სივრცე კავკასიის უნივერსიტეტის წინ (პაატა სააკაძის 1) იწყებს თავის პირველ ფილიალს და ეძებს ბარისტას, რომელიც ჩვენს გუნდთან ერთად შექმნის თბილ, მეგობრულ და ენერგიულ გარემოს.

ჩვენ გვინდა, რომ "ქუიზამდე" იყოს ადგილი, სადაც ადამიანები მოდიან არა მხოლოდ ყავის დასალევად, არამედ დასასვენებლად, სასაუბროდ და სასიამოვნო ატმოსფეროსთვის. სწორედ ამიტომ ვეძებთ ადამიანს, რომელიც ღიმილით, პასუხისმგებლობით და პოზიტიური განწყობით მოემსახურება სტუმრებს.

მოვალეობები

** ცხელი და ცივი ყავების სხვადასხვა სახეობების მომზადება;
** ყავის მენიუს დეტალურად ცოდნა და მათი აღწერა მომხმარებლებისათვის;
** ყავის მენიუს და დესერტების უსაფრთხოების პროცედურების დაცვა;
** კაფეში სისუფთავის შენარჩუნება, მოთხოვნების შესაბამისად;
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შენარჩუნება;
** კაფეში ერთი ან რამდენიმე პოზიციის ცოდნა და მათზე მუშაობის უნარი;
** ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა;
** უზრუნველყოს ყველა პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვა რესტორანში.

მოთხოვნები

** ბარისტად მუშობის გამოცდილება;
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** ინგლისური (სავალდებულო), რუსული (სასურველია)

პირობები:

** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო.
** კვირაში 36 საათი. დღეში 12 საათი (დღემონაცვლეობით).
** თვეში 1000ლარი (+ბონუსები) + Tips

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დარეკოთ ნომერზე (599 20 91 61) და გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: Quizamde@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. მადლობა, გელით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია