|
დასახელება:
მერჩენდაიზინგის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
აგროჰაბი
|
|
გამოქვეყნდა: 04 მარტი
/ ბოლო ვადა: 04 აპრილი
|
აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - აგროჰაბი 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.
კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სავაჭრო დარბაზში პროდუქციის სწორად განლაგების მონიტორინგი;
** პროდუქციის მოწესრიგებულობის კონტროლი;
** პროდუქციის გადალაგება მერჩენდაიზინგის პრინციპების თანახმად;
** კომპანიაში დამტკიცებული მერჩენდაიზინგის სტანდარტის მიხედვით პროდუქციის განლაგების შესრულების ორგანიზება და მუდმივი კონტროლი;
** მარკეტინგული აქციების და კამპანიების ხელშეწყობა მერჩენდაიზინგული ღონისძიებების განხორციელებით;
** ახალი ობიექტების გახსნისას მთლიანი დარბაზის დაგეგმარება/განლაგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია მართვის მოწმობა.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@agrohub.ge
გისურვებთ წარმატებას!
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "აგროჰაბი" საკონტაქტო ინფორმაცია: 032 244 07 07;
მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "აგროჰაბის" ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე;
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება`
შპს "აგროჰაბი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
|
|
|
|