Робота для біженців з України
ტექნიკური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: NEXT Property
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 30 მარტი
კომპანია "NEXT Property" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

კომპანია "NEXT Property" საერთაშორისო ბრენდია, რომელიც საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და კენიაში უნიკალურ და ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს.

"NEXT Property"-ის პორტფოლიოში შეხვდებით 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს, რეზორტებს, აპარტ-სასტუმროებს, ვილებსა და ბიზნეს აპარტამენტებს. პროექტები ხორციელდება ისეთ ბრენდებთან პარტნიორობით, როგორებიცაა Radisson Hotel Group და Wyndham Hotels and Resorts.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კონსტრუქტორებთან, არქიტექტორებთან და სხვა დისციპლინებთან თანამშრომლობა საპროექტო ჯგუფისთვის კონსტრუქციული კონცეფციის დავალების შემუშავების მიზნით.
** ძირითადი სტრუქტურული ელემენტების (ხიმინჯები, შპუნტები, სვეტები, კოჭები, ფილები, ფუნდამენტი და სხვ.) წინასწარი განსაზღვრა.
** კონსტრუქციული პროექტის შემოწმება და ანალიზი.
** სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი;
** სამუშაოთა მსვლელობისას დაშვებული ტექნოლოგიური ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრაზე ზრუნვა;
** ფარულ სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვება და შესაბამისი აქტების წარმოება;
** სამშენებლო მასალების გამძლეობისა და სტაბილურობის ანალიზი.
** ტექნიკური სპეციფიკაციების ანალიზი და შეფასების მომზადება.
** ზედამხედველების მართვა და ნახაზების მიხედვით მშენებლობის კონტროლი.
** სამშენებლო მოედანზე არსებულ კითხვებზე რეაგირება და გადაწყვეტილებების მიწოდება.
** საჭიროების შემთხვევაში კონსტრუქციული ელემენტების გადათვლა ან დიზაინის ცვლილება მშენებლობის მიმდინარეობისას.
** კონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა და ფორმა 2-ის ანალიზი.
** პერიოდული ანგარიშის მომზადება.
** დამატებით ბენეფიტად ჩაითვლება კონსტრუქციული ნახაზების ან/და კვანძების, დეტალების მომზადების ცოდნა.

პროფესიული უნარები/საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში, მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება მშენებელ-ინჟინრის პოზიციაზე
** AutoCAD, პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დასაქმების პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: d.khinkiladze@nextgroup.ge მიმდინარე წლის 30 მარტამდე.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს ""NEXT Property""-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე