|
დასახელება:
ხარისხის მართვის უმცროსი მენეჯერი/მკვლევარი
|
| მომწოდებელი:
არდი დაზღვევა
|
|
გამოქვეყნდა: 04 მარტი
/ ბოლო ვადა: 04 აპრილი
|
"სს არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის დეპარტამენტში ხარისხის მართვის უმცროსი მენეჯერის/მკვლევრის თანამდებობაზე.
"არდი" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას, ქართულ ბაზარზე, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს.
ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა. ჩვენ ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე. კარგად გვესმის რა გამოწვევები აქვს თანამედროვე სამყაროში თითოეულ ადამიანს და ბიზნეს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებით მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე ზუსტი მორგება და დავზოგოთ ყველაზე მთავარი, მათი რესურსები: დრო და ფინანსები.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის N28.
ძირითადი ფუნქციები:
** მომხმარებელთა კმაყოფილების სატელეფონო და ონლაინ კვლევების წარმოება (NPS, CSAT) შემდეგი მიმართულებებით:
** ხარისხობრივი კვლევების ავტომატური ინსტრუმენტების დანერგვაში მონაწილეობა,
** სხვადასხვა არხებით მიღებული ხარისხის კვლევების დამუშავება, ანალიზი,
** სხვადასხვა არხებით მიღებული მომხმარებელთა უკუკავშირების მართვა და ანალიზი,
** მენეჯმენტის რეპორტების წარმოებაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - სრული ან არასრული (მიმდინარე)
** ინგლისური ენის (B2 დონე) ცოდნა;
** სასურველია ხარისხის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია მომხმარებელთა ხარისხობრივი და რაოდენობრივი კმაყოფილების კვლევის დაგეგმვისა და ჩატარების გამოცდილება (survey, NPS, CSAT და სხვ.)
უნარები და კომპეტენციები:
** წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
** მონაცემების ანალიზისა და დასკვნების ჩამოყალიბების უნარი
** რეკომენდაციების მომზადება პროცესების გაუმჯობესებისთვის
** მომსახურების ხარისხის შეფასების მეთოდოლოგიების ცოდნა
** შიდა სტანდარტებისა და მომსახურების ხარისხის ინდიკატორებთან მუშაობის გამოცდილება
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: Career@ardi.ge გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "ხარისხის მართვის უმცროსი მენეჯერი/მკვლევარი".
სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
|
|
|
|