Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=705162&print=yes&view=jobs
 
მთავარი სპეციალისტი/არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი სპეციალისტი/არქიტექტორი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 04 მარტი / ბოლო ვადა: 10 მარტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი" აცხადებს მიღებას მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (არქიტექტორის) პოზიციაზე (შტატგარეშე).

მთავარი სპეციალისტის (არქიტექტორის) პოზიციაზე შრომის ანაზღაურება თვეში განისაზღვრება 1330 (ათას სამას ოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
სამუშაო 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა

მთავარი სპეციალისტის (არქიტექტორის) პოზიციაზე (შტატგარეშე) დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:

** უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ახალი არქიტექტურული პროექტების ინიცირება და შესაბამისი წინადადებების მომზადება/წარდგენა;
** სარემონტო და სარეაბილიტაციო სივრცეების შესწავლა, არსებული მდგომარეობის ანალიზი და გეგმარებითი გადაწყვეტებისა და მასალების შერჩევის შეთავაზება;
** ინტერიერისა და სპეციფიკური ავეჯის დიზაინისთვის საჭირო არქიტექტურული და შემოქმედებითი პროექტების მომზადება, მათ შორის: სატენდერო დოკუმენტაციისთვის საჭირო გეგმარებითი მასალების შექმნა; პროექტების ელექტრონული ვერსიების დამუშავება გრაფიკულ პროგრამებში (AutoCAD, 3D Max, Photoshop);
** პროექტებთან დაკავშირებული ფოტომასალის მომზადება და სამშენებლო/სარემონტო ნებართვების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილი მომზადება;
** სანებართვო პროცედურების წარმოება და კომუნიკაცია ქ. თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან;
** უნივერსიტეტის კორპუსების სართულების ნახაზების შექმნა შესაბამის ელექტრონულ მხაზველობით პროგრამებში;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა პროფესიული დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

განათლება:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის სფეროში ან შესაბამისი ტექნიკური/პროფესიული განათლება;
** მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება:

** არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება (წლები ან განხორციელებული პროექტების მასშტაბი/ტიპი);
** საცხოვრებელი, საზოგადოებრივი, კომერციული ან სხვა ტიპის პროექტების განხორციელების გამოცდილება;
** გუნდურ გარემოში მუშაობისა და დამკვეთთან პროფესიული კომუნიკაციის გამოცდილება.

პროფესიული და ტექნიკური კომპეტენციები:

** არქიტექტურული პროექტების მომზადების უნარი სამუშაო დოკუმენტაციის დონეზე;
** 3D მოდელირების და ვიზუალიზაციის უნარი (სასურველია);
** კონცეპტუალური და სივრცითი აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

კომპიუტერული უნარები:

** არქიტექტურული და გრაფიკული პროგრამების ცოდნა (AutoCAD, 3D Max, Photoshop);
** სასურველია დამატებითი პროგრამების ცოდნა (Revit, ArchiCAD, SketchUp ან სხვა შესაბამისი პროგრამები);

აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** დოკუმენტაციის დამუშავების უნარი;
** დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

** განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
** CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
** პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
** კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ".

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 4 მარტიდან 2026 წლის 10 მარტის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge.
სათაურის ველში უნდა მიეთითოს - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (არქიტექტორის) პოზიცია (შტატგარეშე).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია