Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=705135&print=yes&view=jobs
 
Smeg-ის გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Smeg-ის გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: სმეგ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 03 მარტი / ბოლო ვადა: 15 მარტი
იტალიური სამზარეულოს ტექნიკის ბრენდი Smeg-ის გაყიდვების აგენტი საქართველოში ეძებს მოტივირებულ და ენერგიულ გაყიდვების კონსულტანტებს, თბილისის პრემიუმ სავაჭრო მოლებში განთავსებულ სტენდებზე, მცირე ზომის დიზაინერული სამზარეულოს ტექნიკის (ჩაიდანი, ტოსტერი, ყავის აპარატი, მიქსერი, წვენსაწური და ა.შ.) გაყიდვების მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:

** Smeg-ის ბრენდის კონცეფციის პრეზენტაცია;
** ბრენდის მიერ წარმოებული სამზარეულოს ტექნიკის თაობაზე კონსულტაცია;
** პროდუქციის გაყიდვა;
** სალარო აპარატთან მუშაობა და გაყიდვების პროგრამაში ტრანზაქციების შეყვანა;
** მარაგების მართვა, აღრიცხვა, კონტროლი;
** გაყიდვების გეგმის შესრულება.

მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება (სასურველია საოჯახო ტექნიკის ან/და პრემიუმ კლასის ტანსაცმლის სფეროში);
** კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
** პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტაცია;
** უცხო ენ (ებ)ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას, პლუს გაყიდვების გეგმაზე დაფუძნებულ ბონუს სისტემას;
** მუშაობის გამოცდილებას მსოფლიო დონის პრემიუმ ბრენდთან.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათით უნდა გამოაგზავნონ 2026 წლის 15 მარტის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე smeg.georgia@gmail.com. გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "Smeg - ის გაყიდვების კონსულტანტი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია