Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=705134&print=yes&view=jobs
 
მთავარი ვიდეო ედიტორი - YouTube
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ვიდეო ედიტორი - YouTube
მომწოდებელი: Gigi On The Road
გამოქვეყნდა: 03 მარტი / ბოლო ვადა: 03 აპრილი
Gigi On The Road - YouTube არხისთვის ვეძებთ მთავარ ვიდეო ედიტორს, რომელიც შემოუერთდება გუნდს და დაეხმარება მაღალი ხარისხის, დინამიური და სთორიზე დაფუძნებული ვიდეო კონტენტის შექმნაში.

ვეძებთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ემოციის სწორად გადმოცემა და თანამედროვე YouTube სტანდარტების შესაბამისი მონტაჟის შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი კარგად ერკვეოდეს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო YouTube კონტენტში და ესმოდეს, რა მუშაობს პლატფორმაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** YouTube ვიდეოების სრული მონტაჟი (story-driven editing)
** მუსიკის, sound effects-ების, ტექსტების და ვიზუალური ელემენტების ეფექტური გამოყენება
** YouTube-ისთვის ოპტიმიზებული კონტენტის შექმნა
** გუნდთან კომუნიკაცია და უკუკავშირის გათვალისწინება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ვიდეო მონტაჟის გამოცდილება (YouTube კონტენტზე მუშაობა ჩაითვლება დიდ პლიუსად)
** Premiere Pro, Final Cut Pro, DaVinci Resolve ან მსგავსი პროგრამების კარგი ცოდნა
** storytelling-ის და YouTube pacing-ის კარგი გაგება
** ინგლისური ენის ცოდნა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა და დედლაინების დაცვა

რას გთავაზობთ:

** საინტერესო და კრეატიულ პროექტზე მუშაობა
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
** გრძელვადიანი თანამშრომლობა
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი (Full-time / Part-time)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ:

** თქვენი პორტფოლიო (YouTube ვიდეოების ლინკები სასურველია)
** მოკლე ინფორმაცია თქვენს შესახებ

ანაზღაურება: 1500 - 3500 ლარი (გამოცდილებისა და დატვირთვის მიხედვით)
დასაქმების ტიპი: Full-time / Part-time
ლოკაცია: თბილისი / Remote (შესაძლებელია შეთანხმებით)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ პორტფოლიო გამოგვიგზავნოთ მითითებულ მეილზე ან შეავსოთ მოცემული სააპლიკაციო ფორმა

Email - salomekalabegashvili@gmail.com

Application form link - https://forms.gle/qrTydeAQdJr4dVQV6
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია