|
დასახელება:
UI/UX დიზაინერი
|
| მომწოდებელი:
abcray
|
|
გამოქვეყნდა: 03 მარტი
/ ბოლო ვადა: 03 აპრილი
|
"abcray" აცხადებს ვაკანსიას UI/UX დიზაინერის პოზიციაზე.
თანამდებობრივი სარგო: კვალიფიკაციის შესაბამისად
მოთხოვნები:
** UX/UI დიზაინის შემუშავება მომხმარებელზე ორიენტირებული პრინციპების გათვალისწინებით;
** ვებ და მობილური პლატფორმებისთვის UI კომპონენტების სტანდარტიზაცია და დიზაინ სისტემის შექმნა;
** საჭიროების შემთხვევაში UI კომპონენტების ბიბლიოთეკის მართვა და სტანდარტიზაცია;
** ყოველდღიური თანამშრომლობა პროექტის მენეჯერთან, ანალიტიკოსებთან, არქიტექტორებთან და დეველოპერულ გუნდებთან დიზაინის სწორი იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება UI/UX დიზაინის მიმართულებით (სასურველია კომპლექსურ, მაღალი დატვირთვის სისტემებზე მუშაობის გამოცდილება);
** Figma-ს პროფესიონალურ დონეზე ცოდნა (Auto Layout, Components, Variants, Design System მართვა);
** UX კვლევის მეთოდების პრაქტიკული გამოცდილება;
** ინფორმაციული არქიტექტურისა და სერვის დიზაინის პრინციპების ცოდნა;
** Agile/Scrum გარემოში მუშაობის გამოცდილება;
** ხელმძღვანელობის სხვა ისეთი დავალებების შესრულება, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს მისი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებიდან.
წარმოსადგენი ინფორმაცია:
** განცხადება (რეზიუმე)
** თქვენი ნამუშევრების პორტფოლიო
პორტფოლიოს წარმოდგენის გარეშე წარმოდგენილი განცხადება (რეზიუმე) არ განიხილება!
კონკურსის ეტაპები:
** განცხადების (რეზიუმეს) გადარჩევა (წარმოდგენილი ნამუშევრების პორტფოლიოს შეფასება)
** გასაუბრება
** მცირე დავალების შესრულება დიზაინის შემუშავებასთან დაკავშირებით
გთხოვთ, გამოგზავნოთ განაცხადი ელექტრონულ მისამართზე: contact@abcray.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება UI/UX დიზაინერი, რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით. რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ თქვენი პირადი ნომერი, დაბადების თარიღი და საკონტაქტო მონაცემები.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
|
|
|
|