|
დასახელება:
IT პროექტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
როვიქსი
|
|
გამოქვეყნდა: 03 მარტი
/ ბოლო ვადა: 02 აპრილი
|
"Rowix" აცხადებს ვაკანსიას IT პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი/ოფისი
IT პროექტის მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება IT პროექტების სრულ ციკლზე, რაც მოიცავს დაინტერესებულ მხარეებთან (კლიენტები, გუნდის წევრები, მენეჯმენტი) ეფექტურ კომუნიკაციას/კოორდინაციას, პროექტის ვადების, ბიუჯეტისა და ხარისხის მართვას.
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტის სრული სასიცოცხლო ციკლის მართვა, პროექტის მიზნების, ამოცანების, მოთხოვნებისა და შედეგების განსაზღვრა;
** პროექტის გეგმის, ბიუჯეტისა და რესურსების განაწილების შემუშავება;
** პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი, რისკების იდენტიფიცირება და მართვა;
** პროექტზე მომუშავე გუნდის მუშაობის ორგანიზება; დაინტერესებულ მხარეებთან (კლიენტები, გუნდის წევრები, მენეჯმენტი) ეფექტური კომუნიკაცია;
** პროექტის დოკუმენტაციის მომზადება და წარმოება (სტატუს-რეპორტები, შეფასებები); პროდუქტის ხარისხის კონტროლი და ტესტირების პროცესში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებების ან მომიჯნავე სფეროში;
** პროექტების მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიების (Agile, Scrum, Kanban) საფუძვლიანი ცოდნა;
** პროექტების მართვის ინსტრუმენტების (Jira, Confluence, Trello) გამოყენების გამოცდილება;
** MS Office-ის პროდუქტების (Word, Excel, PowerPoint) კარგად ცოდნა, ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერა და საუბარი).
სამუშაო გამოცდილება:
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება IT პროექტების მართვის მიმართულებით;
** სასურველია გამოცდილება ვებ-პროექტების ან/და მობილური აპლიკაციების მართვაში;
** საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობისა და ლიდერობის უნარი;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე: www.cv.rowix.com
|
|
|
|