Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=705117&print=yes&view=jobs
 
სახ. პროგრამებთან და სადაზღვევო კომპანიებთან ურთ. მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სახ. პროგრამებთან და სადაზღვევო კომპანიებთან ურთ. მენეჯერი
მომწოდებელი: ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
გამოქვეყნდა: 03 მარტი / ბოლო ვადა: 03 აპრილი
შპს "ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი" ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სახელმწიფო პროგრამებთან და სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის მენეჯერი.

ჩვენს შესახებ

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი წარმოადგენს უახლესი თაობის სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ტრადიციული ქირურგიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სინთეზით იქმნება ზუსტი, უსაფრთხო და პაციენტზე ორიენტირებული გარემო.
ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე რობოტული ქირურგიის სისტემებით და რომელსაც აძლიერებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდი, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

სამუშაო დრო და ადგილი:

** მისამართი: თბილისი კ. ჩაჩავას N1
** სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე; 09:00-18-00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტთა შეტყობინებების და ოპერაციული განრიგის მართვა ჯანდაცვის პორტალზე (moh.gov.ge);
** საყოველთაო დაფინანსების და სადაზღვევო საგარანტიოების მომზადება, მათი დარეგისტრირება და აქტივაცია;
** სტაციონარული ისტორიების გახსნა და შესაბამისი გატარება კლინიკის პროგრამა დოქტრაში;
** სტაციონარის შემთხვევების რეგისტრირება და დახურვა case.moh.gov.ge-ზე ოპერაციის კოდების საფუძველზე;
** კერძო დაზღვევის მქონე პაციენტებისთვის წინასწარი კალკულაციების მომზადება სადაზღვევო კომპანიებისთვის;
** ამბულატორიული მომსახურების კალკულაციების შექმნა და დადასტურება;
** კვლევის პასუხების (ოპერაციული მასალის მორფოლოგიური კვლევა) დაფიქსირება case.moh.gov.ge-ზე და შესაბამის სამსახურში გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი და ორგანიზებულობა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე HR@mmt.ge.

555511472
www.mmt.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია