|
დასახელება:
კოორდინატორი/მითერი
|
| მომწოდებელი:
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 03 მარტი
/ ბოლო ვადა: 03 აპრილი
|
შპს "ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი" ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - კოორდინატორი/მითერი.
ჩვენს შესახებ
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი წარმოადგენს უახლესი თაობის სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ტრადიციული ქირურგიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სინთეზით იქმნება ზუსტი, უსაფრთხო და პაციენტზე ორიენტირებული გარემო.
ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე რობოტული ქირურგიის სისტემებით და რომელსაც აძლიერებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდი, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.
სამუშაო დრო და ადგილი:
** მისამართი: თბილისი კ. ჩაჩავას N1
** სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე; 09:00-18-00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტების პროფესიონალური და თავაზიანი დახვედრა;
** პაციენტების დაკვალიანება და თანხლება კლინიკის შიდა სივრცეში;
** ვიზიტის პროცესში პაციენტების ინფორმირება და მხარდაჭერა;
** რეგისტრატურასა და სამედიცინო პერსონალთან ეფექტური კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი და ორგანიზებულობა;
** ინგლისური - საკომუნიკაციო დონეზე;
** რუსული - საკომუნიკაციო დონეზე.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე HR@mmt.ge.
555511472
www.mmt.ge
|
|
|
|