|
დასახელება:
საოპერაციო მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Cloud Kitchen
|
|
გამოქვეყნდა: 03 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 მარტი
|
კომპანია იწყებს "Cloud Kitchen"-ისა და სარეალიზაციო პუნქტების ორგანიზებას სწრაფი კვების (ქართული სამზარეულო) სექტორში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.
განცხადების ვადა: 2 კვირა
სამუშაო ადგილი: გლდანი-ნაძალადევის რაიონი (სამზარეულო + სარეალიზაციო პუნქტები)
მიზანი: "Cloud Kitchen"-ის სრული საოპერაციო ციკლის მართვა: ნედლეულის მიღებიდან მზა პროდუქტის რეალიზაციამდე. მიწოდების პროცესისა და რეალიზაციის პუნქტების მართვა. მაქსიმალური ეფექტურობის, ხარისხის სტანდარტებისა და გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
** წარმოების მართვა და ხარისხის კონტროლი:
- სამზარეულოს ყოველდღიური მუშაობის ორგანიზება და ზედამხედველობა. სტანდარტული სამუშაო პროცედურების დანერგვა და პროცესების სტანდარტიზირება.
- კერძების მომზადების ტექნოლოგიური რუკების (რეცეპტურის) დაცვის მკაცრი კონტროლი.
- პროდუქციის ვიზუალური მხარის, გემოვნური თვისებებისა და შეფუთვის ხარისხის შემოწმება გაცემამდე.
- სურსათის უვნებლობის (HACCP-ის პრინციპების) და სანიტარული ნორმების დაცვა.
** ლოგისტიკა და შესყიდვები:
- მარაგების ყოველდღიური აღრიცხვა და ოპტიმალური ნაშთების შენარჩუნება.
- მომწოდებლებთან ურთიერთობა, საუკეთესო ფასებისა და ხარისხის შერჩევა.
- მზა პროდუქციის დროული ტრანსპორტირების ორგანიზება სარეალიზაციო პუნქტებში.
- კურიერების/მიტანის სერვისების მუშაობის კოორდინაცია.
** სარეალიზაციო პუნქტების მართვა:
- გარე პუნქტების (სარეალიზაციო წერტილების) მონიტორინგი: სისუფთავე, მომსახურების ხარისხი, ნაშთები.
- გაყიდვების დინამიკაზე დაკვირვება და ოპერატიული რეაგირება მოთხოვნის ცვლილებაზე.
** პერსონალის მართვა:
- გუნდის მართვა, საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების დაგეგმვა და გატარება.
- სამზარეულოსა და ლოგისტიკის გუნდის სამუშაო განრიგის შედგენა.
- თანამშრომლების შერჩევა, ტრენინგი და მათი მუშაობის ეფექტურობის შეფასება.
- სამუშაო დისციპლინის კონტროლი.
საკონტროლო ინდიკატორები (KPI)
მენეჯერის მუშაობა შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
** Food Cost: ნედლეულის ხარჯის შესაბამისობა დადგენილ ნორმასთან.
** Order Lead Time: შეკვეთის მომზადებისა და გაგზავნის საშუალო დრო.
** Customer Feedback: მომხმარებელთა რეიტინგი პლატფორმებზე (Wolt, Bolt და ა.შ.).
** Wastage: ჩამოწერილი/გაფუჭებული პროდუქციის მინიმალური პროცენტი.
უფლებამოსილება:
** მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქციის ბრუნვისა და შესყიდვების ოპტიმიზაციის შესახებ;
** წარადგინოს წინადადებები პერსონალის წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
** შეაჩეროს წარმოების პროცესი სანიტარული ან ტექნიკური საფრთხის აღმოჩენისას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის მართვის ან კვების ტექნოლოგიის მიმართულებით);
** კვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ფლობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
ანგარიშვალდებულება: ბიზნესის მფლობელი/დირექტორი. რეგულარული ანგარიშგება.
ანაზღაურება და ბონუსები: ფიქსირებული ანაზღაურება და საბონუსე სისტემა: წმინდა მოგების % + KPI ბონუსები.
ვაკანსიის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 10 მარტი. გთხოვთ ვაკანსია გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: beso.abuladze@wfcapital.ge.
|
|
|
|