|
დასახელება:
ოპტიკური ქსელის ტექნიკოსი
|
| მომწოდებელი:
ჯინეტი
|
|
გამოქვეყნდა: 03 მარტი
/ ბოლო ვადა: 03 აპრილი
|
"GE NET" ("ჯინეტი") აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური ქსელის ტექნიკოსის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
განაკვეთი: სრული
სამუშაოს აღწერილობა:
** მაგისტრალური და სააბონენტო ოპტიკური ქსელის მონტაჟი;
** ახალი აბონენტების ჩართვა;
** დროფ კაბელის დამაგრება და აბონენტამდე მიყვანა;
** ტექნიკური დავალებების შესრულება დადგენილ ვადებში;
** ქსელში არსებული ხარვეზების დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა;
** მომხმარებელთან პროფესიული კომუნიკაცია და სამუშაოს ხარისხიანი დასრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ოპტიკურ კაბელთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ტექნიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
ანაზღაურება (შედეგზე დაფუძნებული სისტემა):
** თვიური შემოსავალი იწყება 1000 ლარიდან და აქტიური მუშაობის შემთხვევაში აღწევს 1900 ლარს და მეტსაც (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი + სატრანსპორტო კომპენსაცია, შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით);
** ** გამოსაცდელი ვადის პერიოდში: ფიქსირებული 900 ლარი (3 თვე);
** გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი;
** საკუთარი ავტომობილის გამოყენების შემთხვევაში: დამატებით 500 ლარი სატრანსპორტო კომპენსაცია;
** ბონუს სისტემა:
- მაგისტრალური ოპტიკური კაბელის მონტაჟი/დაჭიმვა - 0.10 ლარი მეტრზე;
- ფიზიკური პირის ინსტალაცია - 5 ლარი;
- იურიდიული პირის ინსტალაცია - 10 ლარი;
- ბიზნეს მომხმარებლის მოძიებისა და წარმატებით ჩართვის შემთხვევაში, თანამშრომლის ინიციატივა და კომუნიკაციური უნარი წახალისდება ბონუსით — დაერიცხება 1 თვის სააბონენტო გადასახადის სრული ოდენობა, მომხმარებლის მიერ არჩეული პაკეტის შესაბამისად.
მნიშვნელოვანი პირობა:
** ინსტალაცია ჩაითვლება დასრულებულად მხოლოდ ტექნიკური სტანდარტის და ხარისხის კონტროლის შემდგომ;
** არასწორი მონტაჟის შედეგად წარმოქმნილი ხარვეზის აღმოფხვრა განხორციელდება დამატებითი ანაზღაურების გარეშე.
დამატებითი ინფორმაცია:
** კომპანია უზრუნველყოფს პროფესიულ განვითარებას და სტაბილურ თანამშრომლობას;
** ვეძებთ პასუხისმგებელ და გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ კანდიდატს.
** ეს პოზიცია არ არის დროებითი ან შემთხვევითი დასაქმებისთვის.
გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@genet.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოპტიკური ქსელის ტექნიკოსი"
|
|
|
|