|
დასახელება:
საერთაშორისო გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი
|
| მომწოდებელი:
ბიოგრაფი ლივინგ
|
|
გამოქვეყნდა: 03 მარტი
/ ბოლო ვადა: 03 აპრილი
|
"ბიოგრაფი ლივინგ" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანი:
ბიოგრაფი ლივინგის პროექტების წარმატებული პოზიციონირება და გაყიდვების მასშტაბირება საერთაშორისო ბაზრებზე - უცხოელი კლიენტების, ბროკერებისა და პარტნიორების აქტიური მოზიდვის გზით.
ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობები:
** ბიოგრაფი ლივინგის საერთაშორისო გაყიდვების სტრატეგიისა და ხედვის შემუშავება და განხორციელება;
** საერთაშორისო ბაზრების კვლევა, ანალიზი და პოტენციალის შეფასება;
** პრიორიტეტული ქვეყნების და სამიზნე ბაზრების იდენტიფიცირება;
** ბიოგრაფი ლივინგის ბრენდისა და პროექტების პრეზენტაცია უცხოელ კლიენტებთან, ინვესტორებთან და ბროკერებთან;
** საერთაშორისო ბროკერულ კომპანიებთან, აგენტებთან და პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** საერთაშორისო გაყიდვების არხების განვითარება და მართვა;
** საერთაშორისო გამოფენებში, ღონისძიებებსა და ბიზნეს შეხვედრებში მონაწილეობა;
** მივლინებები სხვადასხვა ქვეყანაში ბაზრის ადგილზე შესასწავლად და პარტნიორული ურთიერთობების გასაძლიერებლად;
** საერთაშორისო სეგმენტის გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა და შედეგებზე ორიენტირებული მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 5 წელზე მეტი გამოცდილება, საერთაშორისო გარემოში ან საერთაშორისო ბაზრებთან აქტიური მუშაობის პრაქტიკით;
** საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვების, ბიზნეს დეველოპმენტის ან კომერციული მიმართულების მართვის გამოცდილება;
** საერთაშორისო გაყიდვების სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების პრაქტიკული გამოცდილება;
** უცხოელ კლიენტებთან, ინვესტორებთან, ბროკერებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოებისა და ურთიერთობების მართვის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (დამატებით უცხო ენები ჩაითვლება უპირატესობად);
** საერთაშორისო მივლინებებისთვის მზადყოფნა.
პიროვნული კომპეტენციები:
** მაღალი ლიდერული პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილებების მიღების სიმტკიცე;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები, სხვადასხვა კულტურულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობებით;
** ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გრძელვადიანი პარტნიორობის შექმნის უნარი;
** მაღალი კომერციული ინტუიცია და ბიზნესზე ორიენტირებული აზროვნება;
** მაღალი პროფესიული ეთიკა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
https://hel-ai.com/apply/YgwRpNPb
|
|
|
|