|
დასახელება:
სამშენებლო პროექტების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 03 მარტი
/ ბოლო ვადა: 03 აპრილი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში;
ადგილმდებარეობა: საქართველო, სიღნაღი, სოფელი ბოდბე
ანაზღაურება: 6000-7000 ლარი (განისაზღვრება კონკრეტული კანდიდატის გამოცდილებისა და შესაბამისი კომპეტენციის გათვალისწინებით;)
ბენეფიტები: საწვავით უზრუნველყოფა, ჯანმრთელობის დაზღვევა; ულიმიტო სასაუბრო დრო.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამშენებლო პროექტების სრული მართვა და ზედამხედველობა;
** ხარჯთაღრიცხვის ანალიზი და ბიუჯეტის კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და პროგრესის მონიტორინგი;
** სამშენებლო მასალებისა და სამუშაოების განფასების ანალიზი;
** სამშენებლო მასალებისა მომწოდებლებთან/ქვეკონტრაქტორებთან ურთიერთობების მართვა და მოლაპარაკებების წარმოება;
** სამშენებლო პროექტების პორთფელის მომზადება და განახლება;
** პროექტების მართვის ჯგუფთან შეხვედრებში მონაწილეობა/მიმდინარე სტატუსის წარდგენა;
** ანგარიშგებებისა და ანალიტიკური მასალების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
** სამშენებლო პროექტების სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის, არქიტექტურის ან შესაბამის სფეროში;
** სამშენებლო პროექტების მართვის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;
** ხარჯთაღრიცხვის, ბიუჯეტირების და შესრულების ანალიზის გამოცდილება;
** სამშენებლო მასალებისა და სამუშაოების განფასების პრინციპების ცოდნა;
** კონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან მოლაპარაკების პრაქტიკული გამოცდილება;
** Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა.
უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ძლიერი საკომუნიკაციო და პრეზენტაციის უნარები.
ჩვენს კომპანიაში გელით მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო და კარიერული განვითარების პერსპექტივა. თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ყველა საჭირო რესურსით, რათა ეფექტურად და წარმატებით შეასრულოთ თქვენი სამსახურებრივი მოვალეობები. გისურვებთ წარმატებას და იმედს ვიტოვებთ, რომ გახდებით ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი!
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrcompany@top.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სამშენებლო პროექტების მენეჯერი
კომპანია თანამშრომელთა შერჩევის პროცესს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპების დაცვით.
რეზიუმეს გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ფარგლებში, დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს თქვენი პერსონალური მონაცემები (CV) არაუმეტეს 12 თვის ვადით - მხოლოდ დასაქმებასთან დაკავშირებული პროცესების წარმართვის მიზნით. მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ შრომითი ან სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზანს.
|
|
|
|