Робота для біженців з України
კურსი - სამშენებლო პროექტის მართვა, ხარჯთაღრიცხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურსი - სამშენებლო პროექტის მართვა, ხარჯთაღრიცხვა
მომწოდებელი: VIP Intellect Group
გამოქვეყნდა: 02 მარტი / ბოლო ვადა: 02 აპრილი
"VIP INTELLECT GROUP" გთავაზობთ ტრენინგ კურსებს:

** სამშენებლო პროექტის მართვა
** სამშენებლო ხარისხის კონტროლი
** სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა

ვისთვის არის აღნიშნული პროგრამა:

პროგრამის მიზანია კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიონალური უნარების შესწავლა, მათთვის ვისაც სურს ცოდნის შეძენა უძრავ ქონების მენეჯმენტში განვითარების კუთხით. ასევე ვისაც მენეჯერული უნარები გააჩნია და უნდა დაეუფლოს სამშენებლო ბაზარზე უძრავი ქონების ტექნიკური მართვის პროექტების სპეციფიკაციებს, ტექნოლოგიებს, მართვის უნარებს და მართოს სხვადასხვა სამშენებლო პროექტები დროში, სივრცეში და საბაზრო მოთხოვნების შესაბამისად.

ტრენინგის თემატიკა:

** მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი, რას შეიცავს, როდის გვჭირდება.
** სამშენებლო გრაფიკი - 4სთ
** პროექტის რეალიზაციის ვადის განსაზღვრა.
** არქიტექტურული კონცეფცია.
** სამშენებლო ობიექტის ნულოვანი სამუშაოები.
** არსებული პროექტების (პატარა და დიდი) შედგენილი სამუშაო გრაფიკის გავლა.
** ქვაბულის ექსკავაცია, ხიმინჯების მოწყობა - 2სთ
** მოსამზადებელი ფენის და ჰიდროიზოლაციის სამუშაოები - 2სთ
** მონოლითური სამუშაოები - 6სთ
** ბლოკის სამუშაოები - 2სთ
** ხარისხის კონტროლი - 2სთ
** სველი პროცესები - 2სთ
** პრაქტიკაში არსებული შეცდომების განხილვა.
** მენეჯმენტი და მშენებლობის თვითღირებულება.

კურსდამთავრებულის უპირატესობანი:

სამშენებლო ობიექტები, კერძოდ მშენებლობა, მისი ადმინისტრაციული მხარე, მშენებლობის ტექნოლოგიური მხარე, მშენებლობის ფინანსური მხარე - მენეჯმენტის რგოლის არეალში, ასევე შეძლებენ სამშენებლო პროექტების დაგეგმვას და შედეგების ანალიზების განხორციელებას. მომავალი პროექტების თეორიულ და პრაქტიკულ შეფასებას წინასწარ. სამშენებლო ბიზნეს პროექტების შექმნას.

სრული პროგრამის ხანგრძლივობა: 12 ლექცია
კვირაში ჩატარდება 2/2 საათიანი ლექცია
ღირებულება: 800 ლარი

აქედან 2 ლექცია ჩატარდება გასვლითი პრაქტიკული სახის - საწარმოო ობიექტზე!

კურსის ბოლოს ჩატარდება დასკვნითი ტესტირება და გაიცემა სერტიფიკატი!

საუკეთესო კურსდამთავრებულებს გავუწევთ რეკომენდაციებს და მოთხოვნის შესაბამისად ხელს შევუწყოთ დასაქმებაში!

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: https://vipintellect.ge/ge/register

სამშენებლო ხარისხის კონტროლი

ვისთვის არის აღნიშნული პროგრამა:

პროგრამის მიზანია კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიონალური უნარების შესწავლა, მათთვის ვისაც სურს ცოდნის შეძენა სამშენებლო წარმოებაზე და ხარისხის კონტროლზე.

ტრენინგის თემატიკა:

** მიწის სამუშაოების კონტროლი და ხარისხი 1სთ
** მონოლითის წარმოება და ხარისხის კონტროლი და მეთოდოლოგია 4სთ
** არქიტექტურული ნაწილის ხარისხი და კონტროლი; 4სთ (ბლოკი, ლესვა, მოჭიმვა,)
** კარ-ფანჯრების მონტაჟის ხარისხი 1სთ
** "სველი" და ვინტილირებადი ფასადის ხარისხი 2სთ
** სახურავის სენდვიჩების ხარისხი 2სთ
** კეთილმოწყობა 2სთ

(ასფალტი, ბილიკები, ბორდიურები, გამწვანება)

კურსი მოიცავს: 8 ლექციას
ლექციები ჩატარდება: კვირაში 2 ჯერ
კურსის ღირებულება: 600 ლარი

საუკეთესო კურსდამთავრებულებს გავუწევთ რეკომენდაციებს და მოთხოვნის შესაბამისად ხელს შევუწყოთ დასაქმებაში!

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: https://vipintellect.ge/ge/register

სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის კურსი!

ლექცია 1. ხარჯთაღმრიცხველი როგორც კონტროლის ფიგურა
ლექცია 2. ხარჯთაღრიცხვის ლოგიკა და სტრუქტურა
ლექცია 3. დოკუმენტაცია და ფორმები (№2, №3, №4)
ლექცია 4. მოცულობების ამოთვლა ნახაზებიდან
ლექცია 5. სამშენებლო მასალების ხარჯთაღრიცხვა
ლექცია 6. შრომითი ხარჯები რეალურ პირობებში
ლექცია 7. ტექნიკის ხარჯები
ლექცია 8. ზედნადები ხარჯები და რეალური პროცენტები
ლექცია 9. Excel ხარჯთაღმრიცხველისთვის
ლექცია 10. კალენდარული სმეტა და გეგმა-ფაქტი
ლექცია 11. ფასების კორექტირება და მოლაპარაკება
ლექცია 12. ტიპური ქართული შეცდომები და ვორქშოფი

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

** დამოუკიდებლად შეადგინონ პროფესიული ხარჯთაღრიცხვები
** აკონტროლონ შემსრულებლები და ზედამხედველები
** იმუშაონ Excel, AutoCAD და ArchiCAD მონაცემებით
** მართონ კალენდარული სმეტები
** დაიცვან ფასი და პოზიცია დამკვეთთან მოლაპარაკებისას
** ამოიცნონ და აირიდონ ტიპური ქართული შეცდომები

კურსი მოიცავს: 12/2 საათიან შეხვედრას
კურსის ღირებულება: 1200 ლარი
კურსის ბოლოს ჩატარდება დასკვნითი ტესტირება და გაიცემა სერტიფიკატი!

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: https://vipintellect.ge/ge/register

გაითვალისწინეთ! ხორციელდება კორპორატიული ტრენინგის ჩატარება, სპეციალურად თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიქმნება სპეციალიზირებული პროგრამა!

მის: წერეთლის 87ზ, 1 სართ;
ტელ: 593618212; 551196110;
https://vipintellect.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე