|
დასახელება:
ონლაინ და მიტანის სერვისის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ბიბლუსი
|
|
გამოქვეყნდა: 02 მარტი
/ ბოლო ვადა: 02 აპრილი
|
"ბიბლუსი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ და მიტანის სერვისების სპეციალისტის პოზიციაზე.
მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ჩვენთან გელოდებათ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** დელივერი/ექსპრეს მიტანის/ონლაინ საიტებისთვის ფაილების დამუშავება და პლატფორმაზე განთავსება
** ახალი იმპორტების წინასწარ დამუშავება და განთავსება
** გაყიდვების მონიტორინგი
** ფასდაკლებების და სხვადასხვა აქციების დაგეგმვა
** მარაგების და ფასების მუდმივი განახლება
** ქსელისთვის ფაილების მიწოდება, ნაშთების კონტროლისთვის.
** პროგრამაში გატარებული დოკუმენტების გასწორება, საბუთის გამოწერა.
** არსებულ კლიენტებთან ხელშეკრულებების გაფორმება
** თვის რეპორტის და შედარებების გაკეთება
** შემოსული შეკვეთების მომზადება
** შედეგებზე შიდა ანგარიშგებების მომზადება ხელმძღვანელისთვის
ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@biblusi.ge და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (ონლაინ და მიტანის სერვისების სპეციალისტის), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
|
|
|
|