Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=704966&print=yes&view=jobs
 
მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: სონნივა ჯორჯია
გამოქვეყნდა: 02 მარტი / ბოლო ვადა: 02 აპრილი
შპს "Sonniva Georgia" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია "სონნივა ჯორჯია" არის ავეჯის აქსესუარების მაღაზია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2014 წლიდან. კომპანია იზრდება სწრაფი ტემპით, რითაც უქმნის დასაქმებულს სტაბილურ და პერსპექტივების მქონე გარემოს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის და უნაღდო ჩეკის კონტროლი;
** ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
** გაყიდული ნივთის ფასის გადამოწმება;
** გაყიდული ნივთის გატარება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას პროცედურების სრული დაცვა;
** ელექტრონული ზედნადების გამოწერა;
** საგარანტიოს გამოწერა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის ცოდნა (სრულყოფილად)
** Microsoft Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** პუნქტუალურობა.

ხელფასი: 1300 ლარი (ხელზე ასაღები), სამი თვის შემდეგ 1400 ლარი (ხელზე ასაღები).
სამუშაო საათები: 09:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი.
დასვენების დღე: კვირაში ორი დღე, შაბათი და კვირა.
ბენეფიტები: კვება, კონკურენტუნარიანი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: admin@sonniva.ge

მისამართი: თბილისი, ავჭალა, შუშია ქუჩა 38 და დიდუბე, მექანიზაციის 1.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია