Робота для біженців з України
მარკეტინგისა და კომუნიკაციების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგისა და კომუნიკაციების კოორდინატორი
მომწოდებელი: ელვარე
გამოქვეყნდა: 02 მარტი / ბოლო ვადა: 02 აპრილი
ელექტრო კაბელების მწარმოებელი ქართული კომპანია "ელვარე", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და კომუნიკაციების კოორდინატორის პოზიციაზე.

საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31, 500 კვ.მ ფართზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.

კომპანიის მთავარი ღირებულება თანამშრომელია და კორპორატიული კულტურა დაფუძნებულია მთლიანად ამ ღირებულებაზე: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვთარება, გუნდურობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ თანაგუნდელთან ურთიერთობა.

ვეძებთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და თანხვედრაშია ჩვენს სამუშაო ღირებულებებთან.

სამუშაო პირობები:

** კორპორატიული დაზღვევა (3 თვის შემდეგ);
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №40.
** სამუშაო საათები: 10:00-19:00
** ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
** კომპანია უზრუნველყოფს პროფესიულ ზრდასა და განვითარებას, პრაქტიკული სწავლების სრული შესაძლებლობების გამოყენებით.

ძირითადი მოვალეობები:

1) ციფრული მარკეტინგის მხარდაჭერა:

** ყოველდღიურ პროცესებში ციფრული მარკეტინგის მენეჯერთან თანამშრომლობა;
** სოციალური ქსელებისთვის მომზადებული კონტენტის (ტექსტების) დამუშავება, რედაქტირება და ადაპტაცია;
** კონტენტის განთავსება სოციალურ პლატფორმებზე შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.

2) კონტენტის ვიზუალური მხარდაჭერა

** საბაზისო ვიზუალური მასალების დამუშავება;
** სოციალური მედიისთვის მარტივი ბანერების, სთორების ან პოსტების მომზადება.

სავალდებულო მოთხოვნები:

** მარკეტინგის ან კომუნიკაციების სფეროში გამოცდილება;
** ტექნოლოგიებთან თავისუფლად მუშაობის უნარი (Tech-friendly);
** სოციალური ქსელების საბაზისო ცოდნა;
** ტექსტებთან მუშაობის უნარი (გრამატიკა, ლოგიკა, აზრის ჩამოყალიბება);
** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობა.

სასურველი მოთხოვნები (არასავალდებულო):

** ელექტრო, დიზაინის ან სამშენებლო სფეროს მიმართ ინტერესი;
** ელექტრო სამონტაჟო პროდუქციის სფეროს ცოდნა ან/და აღნიშნული სფეროს მიმართ ინტერესი;
** კონტენტის შექმნის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: ელ-ფოსტის მისამართზე hr@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

შპს "ელვარე" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე