Робота для біженців з України
გაყიდვების ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ასისტენტი
მომწოდებელი: ანიგოზი
გამოქვეყნდა: 02 მარტი / ბოლო ვადა: 02 აპრილი
"ანიგოზი" კაკლისა და სხვა კაკლოვანი პროდუქტების გადამუშავებასა და დისტრიბუციას ახორციელებს საქართველოს ბაზარზე.

"ანიგოზი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ლილოს მიმდებარე ტერიტორია, ლოჭინის ხიდებთან (15 წთ რუსთავიდან, 20 წთ მარტყოფიდან, 5 წთ ლილოდან)
საქმიანობის სფერო: გაყიდვები

პიროვნული თვისებები:

** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა

მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება.
** ახალი მომხმარებლებისთვის პროდუქტისა და მისი მახასიათებლების გაცნობა.
** გაყიდვების არხების შემუშავება.
** გაყიდვების სრული ციკლის განხორციელება: ზარის დაწყებიდან, ტრანზაქციის დასრულებამდე.
** არსებულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია და ურთიერთობის შენარჩუნება-გაღრმავება.

გამოცდილება არ არის სავალდებულო.

ანაზღაურება: 1000 + 0.5% ბონუსი გაყიდვებიდან (არ გვაქვს გეგმა)

კომპანია უზრუნველყოფს კვებასა და ტრანსპორტირებას (რუსთავიდან და ლილოდან)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: mari@anigozi.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვები".

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2026 წლის 2 აპრილის ჩათვლით.

კომპანია "ანიგოზი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე