Робота для біженців з України
კლიენტთა მომსახურების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლიენტთა მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: გაუს კრიპტო
გამოქვეყნდა: 02 მარტი / ბოლო ვადა: 02 აპრილი
"გაუს კრიპტო" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო დეტალები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ.
** სამუშაო დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, კვირა
** სამუშაო საათები: ორშ-პარ: 11:00 - 20:00, კვირა: 12:00-17:00
** ანაზღაურება: 2000 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სერვისცენტრში შემოსული მომხმარებლების იდენტიფიკაცია-ვერიფიკაცია, ეროვნული ბანკის მოთხოვნების შესაბამისად;
** KYC/KYB ფორმის შევსება;
** მომხმარებლების რეგისტრაცია სისტემაში;
** ოპერაციების განხორციელება სისტემაში და ელექტრონულ საფულეებზე;
** მომხმარებელთა კონსულტაცია როგორც Face-to-Face, ასევე ციფრული არხების საშუალებით (ჩატი, ელფოსტა, სატელეფონო ზარები);
** ზემოაღნიშნულ სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დამატებითი ფუნქციები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, ფინანსების ან ტექნოლოგიების მიმართულებით);
** გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების სფეროში; ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული და ციფრული პლატფორმების გამოყენების კარგი ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა, ყურადღება დეტალებისადმი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.

თუკი დაინტერესდით, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე info@gauscrypto.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე