|
დასახელება:
ფილიალის მენეჯერი, საცალო და კორპ. გაყიდვების თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
სხივი+
|
|
გამოქვეყნდა: 02 მარტი
/ ბოლო ვადა: 02 აპრილი
|
კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიებს ფილიალის მენეჯერისა და საცალო და კორპორაციული გაყიდვების თანამშრომლის პოზიციებზე.
"სხივი+" წარმოადგენს ავეჯისა და შუშის აქსესუარების იმპორტიორ კომპანიას
1) ფილიალის მენეჯერი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერის პოზიციაზე
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა.
** ფილიალის ადმინისტრაციულ და ტექნიკური საკითხების მართვა, თანამდებობრივი ინსტრუქციების მიხედვით.
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა,
** მაღაზიის პერსონალის ორგანიზება, ეფექტური მართვა და მუშაობის კონტროლი;
** მაღაზიის მარაგების მართვა და კონტროლი.
უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებული
** სწრაფად ათვისების უნარი
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას და მზარდ შრომით ანაზღაურებას.
სამუშაო პირობები:
** გამოსაცდელი ვადა 2 თვე. ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში განისაზღვრება თვეში 1500 ლარი ხელზე ასაღები,
მე 3-ე თვიდან ფიქსირებული 2200-2600 ლარი + ყოველთვიური პრემია 800 დან 1200 ლარამდე
დამატებითი სარგებელი : ჯამრთელობის დაზღვევა და კვება
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 09:00-დან 18:00 საათამდე
** დასვენების დღე კვირაში 2 დღე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoltdsxivi@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
შენიშვნა:ფოტოსურათის გარეშე რეზიუმე არ განიხილება!
გისურვებთ წარმატებებს.
2.საცალო და კორპორატიული გაყიდვების თანამშრომელი
ფუნქცია-მოვალეობები:
** კლიენტის საჭიროების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტირებულობა და ზრუნვა.
** დარბაზის მარაგების გადამოწმება/შევსება/კონტროლი;
** მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქციის გამზადება;
** გაყიდვების სრულად ორგანიზება
** მოლარესთან საბოლოო შედარების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები:
** მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება სარემონტო მიმართულებით (გაყიდვების სფეროში)
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას და მზარდ შრომით ანაზღაურებას.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 1600 ზრდის პერსპექტივით + ბონუსი (800-1000ლარი)
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 09:00-დან 18:00 საათამდე.
** დასვენების დღე: კვირაში 2 დღე.
დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა და კვება.
დაინტერესებულმა პირებმა ვინც ფიქრობთ რომ გაყიდვები თქვენი სფეროა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoltdsxivi@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!
გისურვებთ წარმატებებს და კარიერულ ზრდა-განვითარებას ჩვენს გუნდში.
|
|
|
|