|
დასახელება:
ონლაინ შეკვეთების დამუშავების ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ფოტოცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 02 მარტი
/ ბოლო ვადა: 02 აპრილი
|
კომპანია "ფოტოცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ შეკვეთების დამუშავების ოპერატორის პოზიციაზე.
"ფოტოცენტრი" ლიდერი კომპანიაა ფოტოსერვისების მიმართულებით საქართველოში. ფოტოცენტრის ქსელი ამ ეტაპზე აერთიანებს 3 ფიზიკურ ფილიალს თბილისში, 1 ჩარჩოების საამქრო/შოურუმს თავისუფლების მოედანზე და ე-კომერსს პლატფორმას 1500+ პროდუქტითა და მრავალფეროვანი პერსონალიზაციების ფუნქციონალით: Photocenter.ge
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ Facebook და Instagram გვერდებზე:
FB: https://www.facebook.com/profile.php?id=100085298679063
IG: https://www.instagram.com/photocenter.ge/
ვებ-გვერდი: https://www.photocenter.ge
რას საქმიანობს ონლაინ შეკვეთების დამუშავების ოპერატორის ფოტოცენტრში? ბეჭდავს მცირეფორმარიან და ფართოფორმატიან ონლაინ შეკვეთებს ვებ-გვერდის ადმინ პანელიდან და დამხმარე Trello აპლიკაციიდან. მუშაობს ასლგადამღებ დანადგართან. საჭიროების შემთხვევაში ასრულებს სხვადასხვა სამუშაოს ფოტოშოპში: ფოტოს ფერებზე და ხარვეზებზე დამუშავება, მოჭრა, ფერების ბალანსი და ა.შ.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპიუტერული მომსახურება: ფოტოს დამუშავება, მოჭრა, საბეჭდი ფაილების მომზადება.
** ციფრული ბეჭდვის დანადგარებთან მუშაობა: ფოტოებისა და პოსტერების ბეჭდვა, ფერების ბალანსი
** ასლგადამღებ დანადგართან მუშაობა: მოსაწვევებისა და სერტიფიკატების ბეჭდვა
სასურველია კანდიდატმა იცოდეს, თუმცა შესაძლებელია ადგილზე შესწავლაც:
** Adobe Photoshop-ის და Illustrator-ის ძირითადი ფუნქციების ცოდნა და საბაზისო ტექნიკური უნარები (Crop, selection Tool, Generative tools)
** Word/ excel - საბაზისო დონე
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პარალელური ამოცანების მართვის უნარი
** რესურსების ეფექტური გადანაწილების უნარი
** პროცესების დაგეგმვის უნარი
** სწრაფი რეაგირების და გადაწყვეტილების მიღების უნარი
** პრიორიტეტების სწორად დასმის და სიტუაციის კონტროლის უნარი
** ფერების სწორად აღქმის უნარი
** სტაჟირების პერიოდი: 2 კვირა
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე. 10:00-19:00.
** ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე ასაღები)
** სამუშაო ადგილი: თავისუფლების მოედანი, პუშკინის 7
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|