Робота для біженців з України
ტენდერი Motion დიზაინის შექმნაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი Motion დიზაინის შექმნაზე
მომწოდებელი: VORTEX Water Engineering
გამოქვეყნდა: 02 მარტი / ბოლო ვადა: 02 აპრილი
"VORTEX Water Engineering", იურიდიული სახელით შპს "საქართველოს წყლის სისტემები" აცხადებს ტენდერს ვებგვერდის ქავერის დიზაინის შექმნისა და აწყობის მომსახურებაზე.

მომსახურების აღწერა:

"VORTEX Water Engineering"-ისთვის ვეძებთ კომპანიას, რომელიც შეიმუშავებს და ააწყობს თანამედროვე, ინდუსტრიული სტილის Motion დიზაინს ვებგვერდის ქავერისთვის, რომელიც ასახავს წყლის ინჟინერიის სრულ ციკლს: წყლის აღება, ანალიზი, დამუშავება და ა.შ.

ანიმაცია უნდა იყოს ტექნიკურად გამართული, მინიმალისტური, თუმცა დეტალურად სტრუქტურირებული და შესაბამისობაში კომპანიის ბრენდბუქთან.

რეფერენსი.

დიზაინი:

დიზაინის ნაწილი მოიცავს სისტემის ვიზუალური არქიტექტურის შექმნას დანართი 2-ის მიხედვით:

1. გარემოს და ინფრასტრუქტურის დიზაინი:

** ინდუსტრიული ლანდშაფტის ვექტორული მოდელირება
** მილსადენების სრული ქსელის სქემატური და ლოგიკური აგება
** რეზერვუარების, ტუმბოების, ფილტრაციის სისტემების და ა.შ. ვიზუალიზაცია;
** ქარხნის, ლაბორატორიის და ტექნიკური ობიექტების გრაფიკული კონსტრუქცია;

2. მოწყობილობების ვიზუალიზაცია დანართი 1-ში მოცემული ბრენდებისა და პროდუქტების შესაბამისად;
თითოეული მოწყობილობა უნდა შეიქმნას სტილიზებულ, მაგრამ ამოსაცნობ ვექტორულ ფორმაში, ტექნიკური იდენტობის შენარჩუნებით.

3. პერსონაჟების დიზაინი:

** ლაბორატორიის სპეციალისტი
** სერვის ინჟინერი VORTEX-ის ბრენდირებული მაისურით

თითოეული პერსონაჟისთვის უნდა შეიქმნას:

** წინა ხედის ვერსია;
** გვერდითი ხედის ვერსია
** უკანა ხედის ვერსია
** ხელის და ფეხის ცალკე ელემენტები
** სამუშაო პოზის ვერსიები
** ყველა ნაწილი ცალკე ლეიერებად, რათა შესაძლებელი იყოს ანიმაციური მოძრაობა (rigging-friendly vector structure).

Motion Design:

1. პროცესის დინამიკური ანიმაცია:

** მილსადენებში წყლის უწყვეტი დინების ანიმაცია
** ნაკადის მაჩვენებლების ცოცხალი განახლება
** რეზერვუარში წყლის დონის ცვლილება (მაგ. 50 მ - 500 მ)
** წყლის ანალიტიკის პარამეტრების ცვლილება რეალურ დროში (მაგ. 350 NTU)

2. მოწყობილობების ფუნქციური ანიმაცია

** სენსორების აქტივაციის ვიზუალური ეფექტი
** მრიცხველების ციფრული ინდიკატორების მოძრაობა
** ლაბორატორიაში ანალიზის პროცესის მოძრაობა
** სერვის ინჟინერის მექანიკური ინტერაქცია მოწყობილობასთან
** ტუმბოების და ფილტრაციის სისტემების მუშაობის ვიზუალური იმიტაცია

3. ტექნიკური დეტალები:

** Seamless Loop ანიმაციის სტრუქტურა (ვებ ქავერისთვის)
** ცალკე ანიმაციური ბლოკების შექმნა (modular animation system)
** Performance-optimized keyframe structure
** Responsive-ready ანიმაციის ლოგიკა

SVG ოპტიმიზაცია

1. ფაილების სტრუქტურა:

** სტატიკური და მოძრავი ელემენტების განცალკევებული SVG ფაილები
** მკაცრი naming სისტემა
** ჯგუფების და path-ების სტრუქტურული დალაგება

2. ტექნიკური ოპტიმიზაცია:

** Path simplification ხარისხის დაკარგვის გარეშე
** unnecessary anchor point-
** SVG size optimization
** ვებ ანიმაციისთვის თავსებადი სტრუქტურა
** Browser compatibility testing

3. ვებ-რენდერის გათვლა:

** Render performance ტესტირება
** FPS სტაბილურობის შემოწმება
** Load-time ოპტიმიზაცია

Deliverables

** მრავალბრენდიანი ტექნიკური მოწყობილობების დეტალური ვექტორული მოდელი, სადაც აუცილებელია ვიზუალური ამოცნობადობისა და სტილიზაციის ბალანსი.
** წყლის ინჟინერიის სრული ციკლის ლოგიკური და ვიზუალური არქიტექტურა, რაც მოითხოვს პროცესების სიზუსტით გადმოცემას.
** მრავალრაკურსიანი პერსონაჟები და მათი ანიმაციური სტრუქტურა;
** მრავალი პარამეტრის (pH, COD, Turbidity, Flow, Level და სხვა) დინამიკური ცვლილებები;
** ვებ-გამოყენებისთვის ოპტიმიზებული SVG სისტემა, სადაც აუცილებელია ხარისხის შენარჩუნება და ერთდროულად ფაილის ზომისა და რენდერის ოპტიმიზაცია.
** Seamless Loop ანიმაცია, რომელიც ტექნიკურად გამართული იქნება ვებგვერდის ქავერისთვის

სატენდერო წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა 16.03.2026 18:00 საათი.

სატენდერო წინადადება უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: anano@vortex.ge.

დამატებითი შეკითხვებისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ამავე მისამართზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე