|
დასახელება:
ინვენტარიზაციის მენეჯერის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 02 მარტი
/ ბოლო ვადა: 16 მარტი
|
"საქართველოს უნივერსიტეტი" გთავაზობთ გახდეთ ინვენტარიზაციის მენეჯერის ასისტენტი UG-ში.
ჩვენს პერსონალს დავახვედრებთ
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
** ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს
** უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს
თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება ინვენტარიზაციის პროცესის მხარდაჭერა:
** მონაწილეობა ინვენტარიზაციის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესებში;
** ინვენტარიზაციის ანგარიშები და მონაცემების განახლება;
** საჭირო დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოება ინვენტარიზაციის პროცესთან დაკავშირებით;
** მონაწილეობის მიღება ინვენტარიზაციის პროცესების ოპტიმიზაციისა და გაუმჯობესების პროცესებში;
** ინვენტარიზაციის ჩამოწერის პროცედურების მომზადება.
კვალიფიკაცია, რომელსაც ვითხოვთ
** საშუალო განათლება
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ელექტრონულ საინფორმაციო რესურსებში მუშაობა;
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი (10:00დან - 19:00მდე)
** ანაზღაურება 1000-1200 ლარი
უნარები, რომელიც უნდა გქონდეთ
** ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობა
** დეტალებზე ორიენტირება
** სტრესულ გარემოში მუშაობა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2026 წლის 16 მარტის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: ინვენტარიზაციის მენეჯერის ასისტენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 7000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|