|
დასახელება:
სამედიცინო წარმომადგენელი
|
| მომწოდებელი:
ზიმერ დენტალ ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 02 მარტი
/ ბოლო ვადა: 02 აპრილი
|
ქ.თბილისში, სტომატოლოგიური პროდუქტების დისტრიბუტორი კომპანია "ზიმერ დენტალ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** გეგმური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება და პროდუქციის პრეზენტაცია სამედიცინო დაწესებულებებში, მივლინებები რეგიონში;
** მიმდინარე ანგარიშების წარმოება ყოველდღიურად/ყოველკვირეულად;
** გაყიდვების გეგმების შესასრულებლად აქტიური ღონისძიებების დაგეგმვა;
** სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა (შეხვედრები, კონფერენციები);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ცოდნა და გამოცდილება:
** უმაღლესი განათლება, ფარმაციის ან მედიცინის მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
პიროვნული თვისებები:
** პრეზენტაციისა და გაყიდვების უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავდაჯერებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: zimvieteamge@gmail.com
შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995577984452
|
|
|
|