|
დასახელება:
ლიფტების მომსახურების ელექტრომექანიკოსი
|
| მომწოდებელი:
ლიფტების კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 02 მარტი
/ ბოლო ვადა: 15 მარტი
|
15 წლიანი გამოცდილებისა და სანდო რეპუტაციის მქონე ლიფტების კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აცხადებს ვაკანსიას ლიფტების მომსახურების ელექტრომექანიკოსის პოზიციაზე.
კომპანიისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები, მომსახურების ხარისხი და მომხმარებელზე ორიენტირებული, ოპერატიული სერვისი.
გუნდი ეძებს პასუხისმგებელიან და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელიც მზად არის სტაბილურ და სანდო გარემოში მუშაობისთვის-
სამუშაო ადგილი: თბილისის მასშტაბით;
სამუშაო გრაფიკი: კვირა-პარასკევი, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე;
ანაზღაურება: 1600 ლარი ფიქსირებული;
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 15.03.2026
** ოპერატორის მიერ მოწოდებული მისამართებზე დროულად მისვლა, დაზიანების გამოვლენა და დროულად აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
** ლიფტების ტექნიკური მომსახურება და გეგმიური შემოწმება;
** ელექტრო და მექანიკური გაუმართაობების დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა;
** ავარიულ შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირება;
** ლიფტის სისტემების გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ლიფტების უსაფრთხო და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და ტექნიკური სტანდარტების სრული დაცვით.
** ტექნიკური ანგარიშგების წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ტექნიკური განათლება (ელექტრო ან მექანიკური მიმართულება)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია)
** ელექტრო სქემებისა და ტექნიკური ნახაზების წაკითხვის უნარი;
** სამუშაოს შესრულებისას უსაფრთხოების წესების ცოდნა და დაცვა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
ჩვენი კომპანია გთავაზობთ:
** ჩვენი კომპანია გთავაზობთ კომფორტულ და გუნდურ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ხელფასის ზრდის პერსპექტივა;
შერჩევის ეტაპებია: რეზიუმეების გადარჩევა, ინდივიდუალური გასაუბრება
დაინტერესების შემთხვევაში 2026 წლის 15 მარტის ჩათვლით გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე marosiashvili92@gmail.com და სათაურის (subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება. საკონტაქტო ტელ: 511722133
გისურვებთ წარმატებებს!
გაცნობებთ რომ კომპანია ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
|
|
|
|