Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=704833&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრატორი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ალპინა გუდაური
გამოქვეყნდა: 02 მარტი / ბოლო ვადა: 02 აპრილი
Hotel Alpina გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე აშენებული სასტუმროა, რომელიც 2022 წლიდან განახლებული დიზაინით მასპინძლობს სტუმრებს.

60-ნომრიანი სასტუმრო ფუნქციონირებს ზამთრის სეზონის განმავლობაში და მასში განთავსებულია რესტორანი, ტერასა და ლაუნჯ ბარი. ასევე, სასტუმროში ხელმისაწვდომია გასართობი ზონა ბილიარდის მაგიდებით. სასტუმროს მიმდებარედ დამონტაჟებული ბიგელის ტიპის საბაგირო კი სრიალის მოყვარულ დამსვენებლებს საშუალებას აძლევს, სასტუმროდან პირდაპირ სათხილამურო კურორტის მთავარ ფერდობს დაუკავშირდნენ.

Hotel Alpina აცხადებს ადმინისტრატორის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: გუდაური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (კომპანიის მხრიდან უზრუნველყოფილია განთავსება)
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, 4 სამუშაო და 4 დასვენების დღე, მონაცვლეობით
ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** თავაზიანი და სასიამოვნო, ეფექტური კომუნიკაციის დამყარება სასტუმროს თანამშრომლებსა და სტუმრებთან
** სასტუმროში სტუმრების მიღებისა და განთავსების პროცესის მართვა, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** სტუმრის რეგისტრაციისა (Check In) და გაცილების (Check Out) პროცედურების სრულყოფილი მართვა, სასტუმროში დადგენილი სტანდარტებისა და ელექტრონული სისტემის შესაბამისად
** ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებულ პირთათვის, სასტუმროს ოთახების, სერვისების, მათი ფასებისა და ხელმისაწვდომობის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში სხვა რელევანტური ინფორმაციის მოძიება და მიწოდება
** სტუმართა საჩივრების მიღება და ეფექტური მართვა
** შემოსული რეზერვაციების, ზარების, წერილების, მეილებისა და სხვა ტიპის კორესპონდენციის მართვა
** სტუმრებისთვის საჭირო სარეგისტრაციო ბარათების, გასაღებების და სხვა საჭირო ინვენტარის/მონაცემების მოგროვება/დამუშავება
** ცვლის დაწყებისა და დასრულების პროცედურების სრულყოფილი მართვა/განხორციელება (მათ შორის ცვლის გადაბარება და ინფორმაციის გაზიარება სხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებთან)
** სასტუმროს სტუმრებთან ფინანსური ანგარიშსწორების პროცედურის მართვა, დადგენილი სტანდარტის შესაბამისად
** ეფექტური კომუნიკაციის დამყარება სასტუმროს სხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებთან
** სასტუმროს სერვისებისა და სივრცეების ეფექტურად შეთავაზება სტუმრებისა და დაინტერესებული პირებისთვის
** სტუმრის უკუკავშირის მიღება მათი გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით

მოთხოვნები და უნარები:

** პასუხისმგებლიანობა, გუნდური მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები
** ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობისა და პროგრამა Fidelio-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: HR@landmarkergroup.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Landmarker Group-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია