|
დასახელება:
ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველოს დასაქმებული პირი
|
| მომწოდებელი:
სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო
|
|
გამოქვეყნდა: 02 მარტი
/ ბოლო ვადა: 02 აპრილი
|
სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აცხადებს ვაკანსიას საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ფინანსური რესურსების მართვისა და ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის პოზიციაზე.
თანამდებობრივი სარგო: 2 880 ლარი (დარიცხული)
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ფუნქციები:
** საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ფინანსური რესურსების მართვისა და ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველოს საქმიანობის პროცესში ჩართულობა;
** უზრუნველყოფს სააგენტოში დასაქმებულ პირებთან ანგარიშსწორების წარმოებას; დანიშვნა/განთავისუფლების, შვებულების, მივლინების ბრძანებების, საავადმყოფო ფურცლების მიღებას, შემოწმებას, გაანგარიშებასა და საანგარიშო თვის დასრულებისას სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის (ტაბელის) მონაცემებთან შედარების შემდეგ, გადარიცხვის მიზნით, ხაზინის პროგრამაში ასახვას;
** გადასახადების გაანგარიშება, დეკლარაციების შევსება და გადაგზავნა rs.ge პორტალზე;
** სამივლინებო თანხების გაანგარიშება, გადარიცხვა და წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმება;
** უზრუნველყოფს უშუალო ხელმძღვანელისთვის მასზე დაკისრებულ საკითხთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდებას;
** საჭიროების შემთხვევაში ამუშავებს სამმართველოს სხვა დოკუმენტებს;
** გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემთხვევაში შესაძლებელია განესაზღვროს სხვა ფუნქციაც.
** სააგენტოს დებულებით გათვალისწინებული სხვა საკითხების, სტრუქტურული ერთეულისა და უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურებრივი დავალებების შესრულება.
საკონკურსო თემატიკა:
** საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის N 01-110/ნ ბრძანებით დამტკიცებული "სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დებულება";
** სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31.12 N 424 ბრძანება.
** "დასაქმების ხელშეწყობის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის N630 დადგენილება.
პასუხისმგებლობები:
** ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებით ინფორმაციის მოპოვება და პირველადი დამუშავების უზრუნველყოფა;
** სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესაბამისად ახდენს სხვადასხვა ნორმატიული აქტების, დოკუმენტების მოძიებას, ანალიზს და შესაბამისი დასკვნების მომზადებას;
მოთხოვნები:
** აუცილებელია ერთ წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება;
** ხაზინის ელექტრონულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია საფინანსო მიმართულებით);
** სამუშაო პროცესების ორგანიზებული, ჯეროვანი და დროული შესრულების უნარი.
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
** საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.
** ანალიტიკური აზროვნება.
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე - ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Sesa_administration@moh.gov.ge და გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
|
|
|
|