|
დასახელება:
ფილიალის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Auto Home
|
|
გამოქვეყნდა: 02 მარტი
/ ბოლო ვადა: 02 აპრილი
|
ვაცხადებთ ვაკანსიას ფილიალის მენეჯერი პოზიციაზე სადილერო კომპანია "Auto home"-სთვის, რომელიც 2019 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს ავტომობილის გამარტივებული პირობით შეძენას.
დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულის სახით: https://www.facebook.com/AutoHomegeorgia
ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი + ბონუსი (საწყის ეტაპზე 2300-2500 ლარი)
სამუშაო ადგილი: ქ. ზუგდიდი, ცოტნე დადიანი ქ
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშ-პარას. 10:00 -18:00 შაბათი :10:00-15:00)
ძირითადი მოვალეობები:
** საცალო გაყიდვების თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული გუნდის მართვა და მხარდაჭერა;
** დაქვემდებარებაში მყოფი გუნდის მართვა და სწავლება.
** ბაზების დამუშავება და CRM სისტემაში ასახული განაცხადების მონიტორინგი;
** გუნდისთვის კლიენტების მოძიება/მოზიდვისა და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
** გაყიდვის პროცესის მონიტორინგი და გუნდის წევრებისთვის მუდმივი უკუკავშირის უზრუნველყოფა მზარდი შედეგებისთვის;
** სამუშაო პროცესის დაგეგმვა-ანალიზი და შემდგომი მონიტორინგი.
** გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** მზარდ ანაზღაურებას
** კეთილმოწყობილ, მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე jobsautohome@gmail.com და სათაურის ველში, მიუთითეთ ფილიალის მენეჯერი - ზუგდიდი წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|