Робота для біженців з України
გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: Grossmann
გამოქვეყნდა: 02 მარტი / ბოლო ვადა: 02 აპრილი
კომპანია "Grossmann" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

პირობები:

** სფერო: Hardware Store / DIY / სამშენებლო სუპერმარკეტების ქსელი
** ლოკაცია: ლისი, დიდი დიღომი, დიღმის მასივი, შინდისი, თბილისის ზღვის ტერიტორია.
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე
** ანაზღაურება: ფიქსირებული + გაყიდვების საკომისიო. ფიქსირებული: 900 ლარი ხელზე
** საშუალო შემოსავალი: 1500-2000 ლარი

კომპანიის შესახებ:

"Grossmann" არის ახალი, სწრაფად მზარდი Hardware Store ტიპის კომპანია საქართველოში. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ სამშენებლო, სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქციის ფართო არჩევანს. დღეს უკვე გვაქვს 4 ფილიალი, ხოლო მიმდინარე წელს ვგეგმავთ კიდევ 2 ახალი ფილიალის გახსნას, რაც ქმნის პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას.

ძირითადი მოვალეობები

** მომხმარებლის პროფესიული კონსულტაცია და საჭირო პროდუქციის შერჩევა
** შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება (ინვოისი, შეკვეთა და სხვა)
** გადახდის პროცესის ორგანიზება
** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების და გამოყენების რეკომენდაციების გაცემა
** შოურუმის სტანდარტების დაცვა
** აქტიური გაყიდვების ზრდაზე ორიენტაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** გაყიდვების სფეროში გამოცდილება
** კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარები
** მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება
** პასუხისმგებლობა და გუნდურობა
** სასურველია ტექნიკური ან სამშენებლო პროდუქციის ცოდნა, თუმცა არა აუცილებელი

ჩვენ გთავაზობთ

** თანამედროვე, მზარდ და ამბიციურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას
** მუდმივ პროფესიულ განვითარებას და ტრენინგებს
** მოტივაციის სისტემას, რომელიც რეალურად ზრდის შემოსავალს
** საინტერესო, დინამიკურ და გამოწვევებით სავსე სამუშაო გარემოს
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს

თუ გსურს გახდე განვითარებადი და ძლიერი ბრენდის ნაწილი და შენი შედეგი პირდაპირ აისახოს შენს შემოსავალზე — შემოგვიერთდი!

გამოგვიგზავნე CV ელფოსტაზე: info@grossmann.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე