Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=704809&print=yes&view=jobs
 
ინტერესის გამოხატვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მოწოდებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინტერესის გამოხატვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მოწოდებაზე
მომწოდებელი: UN FAO
გამოქვეყნდა: 02 მარტი / ბოლო ვადა: 31 მარტი
თანდართული ფაილი: 704809_hazelnut_equipment__2nd_call_Final_9824614.zip
ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, "FAO" იწყებს თანადაფინანსების გრანტის პროექტს, რომელიც ითვალისწინებს თხილის მწარმოებლების მხარდაჭერას სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული აღჭურვილობით. ამ მიზნით, FAO ეძებს მომწოდებლებს, რომელთაგანაც ბენეფიციარები შეიძენენ საჭირო აღჭურვილობას.

კონკრეტულად, FAO ეძებს მომწოდებლებს შემდეგი აღჭურვილობებისთვის: თხილის საშრობები, დამხმარე სატრანსპორტო ლენტები ან/და ვერტიკალური ელევატორები, ტენიანობის ანალიზატორები, უცხო სხეულების გამცლელები და თხილის გასარჩევი მაგიდები.

შერჩეულ მომწოდებლები იღებენ ვალდებულებას დაეთანხმონ გადახდის შემდეგ პირობებს: FAO-სთან გრანტის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ბენეფიციარი გადაიხდის მთლიანი თანხის 30%-ს მომწოდებელთან. მომწოდებელი მიაწვდის აღჭურვილობას ბენეფიციარს და დაადასტურებს მიწოდებას FAO-სთან. ამის შემდეგ, FAO გადაიხდის დარჩენილ 70%-ს მომწოდებელთან. ყველა წარმოდგენილ შეთავაზებაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ფასი ლარში და ფასის გარანტია, რომელიც ძალაში იქნება მინიმუმ ექვსი (6) თვის განმავლობაში შეთავაზების წარდგენის დღიდან.

მომწოდებლებმა უნდა დაადასტურონ, რომ ფასები იქნება ფიქსირებული და არ შეიცვლება აღნიშნულ პერიოდში, მიუხედავად ბაზრის მერყეობის ან ვალუტის კურსის ცვლილებისა. დამატებითი ინფორმაცია და აღჭურვილობის ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია თანდართულ დოკუმენტში. მომწოდებლებს შეუძლიათ წარმოადგინონ წინადადებები აღჭურვილობის ერთ ან მეტ სახეობაზე, თანდართული დოკუმენტის შესაბამისად. მომწოდებლებს, რომლებიც წარსულში უკვე მონაწილეობდნენ და შერჩეულნი იყვნენ FAO-ს ინტერესის გამოხატვის განაცხადების ფარგლებში, კვლავ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.

არასრული განაცხადები არ განიხილება.

გთხოვთ, წინადადება წარმოადგინოთ არაუგვიანეს 2026 წლის 31 მარტისა. დაინტერესებულმა მხარეებმა შეთავაზებები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: FAO-Georgia-Grants@fao.org.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია