Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=704801&print=yes&view=jobs
 
მთავარი ბუღალტერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: One Point
გამოქვეყნდა: 02 მარტი / ბოლო ვადა: 02 აპრილი
HR აუთსორსინგული კომპანია "One Point", პარტნიორი, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიისთვის, ეძებს მთავარ ბუღალტერს.

ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი: 09:00-18:00 სთ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სრული საბუღალტრო და საგადასახადო პროცესების მართვა და კონტროლი;
** საბუღალტრო გუნდის ხელმძღვანელობა, ზედამხედველობა და განვითარება (მინიმუმ 5 თანამშრომელი);
** სამშენებლო ხარჯების, CAPEX-ისა და დეველოპერული დანახარჯების სწორად აღრიცხვა;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება საქართველოს კანონმდებლობისა და IFRS-ის შესაბამისად;
** საგადასახადო დეკლარაციებისა და სავალდებულო ანგარიშგებების დროული წარდგენა;
** ხელფასების აღრიცხვის კონტროლი და კონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და სერვის პროვაიდერებთან ანგარიშსწორების მართვა;
** საბანკო ოპერაციების მართვა და კომუნიკაცია აუდიტორებთან, რეგულატორებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან;
** ბიუჯეტირების, ფინანსური ანალიზის, პროგნოზირების და მენეჯერული რეპორტინგის მხარდაჭერა;
** Micros FINA პროგრამაში სწორი აღრიცხვისა და რეპორტინგის უზრუნველყოფა;
** შიდა კონტროლის მექანიზმების, საბუღალტრო პროცედურებისა და დოკუმენტაციის გამართული სისტემის ჩამოყალიბება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება ბუღალტერიაში;
** მთავარი ბუღალტრის ან მთავარი ბუღალტრის მოადგილის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია გამოცდილება სამშენებლო ან დეველოპერულ კომპანიაში;
** მინიმუმ 5 თანამშრომლისგან შემდგარი საბუღალტრო გუნდის მართვის გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და IFRS-ის ძლიერი ცოდნა;
** აუცილებელია Micros FINA პროგრამასთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** აუდიტებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან მუშაობის გამოცდილება;
** ძლიერი ანალიტიკური უნარები და დეტალებზე ორიენტირებულობა.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პროფესიული ეთიკა;
** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
** ძლიერი ლიდერული და გუნდის მართვის უნარები;
** გადაწყვეტილებების სწრაფად და არგუმენტირებულად მიღების უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვის და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** მაღალი კომუნიკაციის უნარები როგორც შიდა, ისე გარე სტეიკჰოლდერებთან;
** კონფიდენციალურობის მკაცრი დაცვა;
** ინიციატივიანობა და პროცესების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარე რეზიუმე მეილზე - hr@onepoint.ge

თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია ვან ფოინთს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს - ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია