|
დასახელება:
ტურ ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
Sando Travel
|
|
გამოქვეყნდა: 02 მარტი
/ ბოლო ვადა: 02 აპრილი
|
"Sando Travel" — ახალჩამოყალიბებული ტურისტული კომპანიაა, რომლის სახელშივე აისახება მთავარი ღირებულება: სანდოობა. ჩვენი მიზანია თითოეული კლიენტისთვის შევქმნათ კომფორტული და ხარისხიანი სამოგზაურო გამოცდილება.
"Sando Travel" ვაკანსიას აცხადებს გამოცდილი ტურ ოპერატორის პოზიციაზე.
რას გააკეთებ:
** ტურისტული პაკეტების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** კლიენტებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი ტურების შეთავაზება;
** სასტუმროებთან, სატრანსპორტო კომპანიებთან და გიდებთან კოორდინაცია ტურების შეუფერხებლად განხორციელებისთვის;
** ტურისტული სერვისების დაჯავშნა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** კლიენტების უკუკავშირის მიღება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** საგანგებო სიტუაციებში ოპერატიული რეაგირება და პრობლემების ეფექტური გადაწყვეტა.
რას ვეძებთ:
** აუცილებელია ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
** მაღალი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა;
** დეტალებზე ორიენტაცია და პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
სამუშაო პირობები
ორშაბათი - პარასკევი: 11:00 - 19:00
შაბათი: 11:00 - 15:00
შესაძლებელია ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი
საბურთალო, ალექსიძის 3, სპორტის სასახლესთან
ანაზღაურების განაკვეთი 1200 ლარიდან + ბონუსი კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: sandotravelge@gmail.com.
|
|
|
|