Робота для біженців з України
ღონისძიებების კულინარიული ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღონისძიებების კულინარიული ხელმძღვანელი
მომწოდებელი: თიბისი კონცეპტის კაფე
გამოქვეყნდა: 02 მარტი / ბოლო ვადა: 02 აპრილი
"თიბისი კონცეპტის კაფე" აცხადებს ვაკანსიას ღონისძიებების კულინარიული ხელმძღვანელის პოზიციაზე.

მარჯანიშვილის ისტორიულ შენობაში, "თიბისი კონცეპტმა" ახალი შესაძლებლობებისთვის სრულიად განსხვავებული მულტიფუნქციური სივრცე შექმნა. სივრცე თიბისის განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურების კონცეფციის ნაწილია, რომელშიც გაერთიანებულია, საგამოფენო და საპრეზენტაციო დარბაზები, ბიბლიოთეკა, კაფე, საერთო-სამუშაო სივრცე, თვითმომსახურებისა და პერსონალური საბანკო მომსახურების ზონები.

მზარეული ღონისძიებების მიმართულებით - Event kitchen lead

ძირითადი მოვალეობები:

** დაგეგმოს და განახორციელოს ქეითერინგული პროცესი სრულად;
** მონაწილეობა მიიღოს არსებული მენიუს ოპტიმიზაციაში, ახალი კერძების შედგენაში (კონცეფცია, ვიზუალი, რეცეპტი)
** მონაწილეობა მიიღოს შეფ მზარეულთან და ივენთ მენეჯერთან ერთად დამკვეთისთვის ახალი შეთავაზების შედგენისას, საჭიროების შემთხვევაში.
** ქეითერინგის არ არსებობის ან ქეითერინგისთვის წინა მოსამზადებელი პროცედურების არ არსებობის შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს გუნდთან ერთად კაფეს კერძების დამზადებაში და გაშვებაში.
** სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა.
** კერძების გემოზე, ხარისხსა და ვიზუალზე ზრუნვა.
** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ქეითერინგული მიმართულებით გამოცდილება
** გუნდური მუშაობის უნარი
** სწორი დროის მენეჯმენტი
** კარგი კომუნიკაციის უნარი

გრაფიკი: 5 სამუშაო დღე 2 დასვენება; 8+1 საათი

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას
** კვებას
** ფიტპასს
** პროფესიულ განვითარებას
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ CV გამოაგზავნოთ მეილზე: vacancy@tbcconcept.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი კონცეპტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი კონცეპტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე