Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=704792&print=yes&view=jobs
 
შემდუღებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შემდუღებელი
მომწოდებელი: ავეჯიომეტალი
გამოქვეყნდა: 02 მარტი / ბოლო ვადა: 01 აპრილი
"ავეჯიომეტალი" — წამყვანი ლითონის ნაკეთობათა საწარმო ქართულ ბაზარზე, რომელსაც აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, ამ ეტაპზე ეძებს გუნდის ახალ წევრს ნახევრად ავტომატური შედუღების (MIG/MAG) პოზიციაზე.

ჩვენს საწარმოში ლითონის სხვადასხვა სირთულისა თუ დიზაინის კონსტრუქციების წარმოება მიმდინარეობს მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მიერ, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

ძირითადი პირობები:

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვიქტორ ნოზაძის ქუჩა #1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 10:00 - 18:00 (დასვენების დღე: კვირა)
ანაზღაურება: დღიური 100-120 ლარი (განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით)

ძირითადი მოვალეობები:

** ნახევრად ავტომატური (MIG/MAG) შედუღების შესრულება ტექნიკური დოკუმენტაციისა და ნახაზების შესაბამისად;
** ლითონის კონსტრუქციებისა და დეტალების (ძირითადად შავი ლითონი, ასევე სხვა მასალები საჭიროებისამებრ) ზუსტი აწყობა და შედუღება;
** დეტალების მომზადება შედუღებისთვის (გაწმენდა, ფასკის აღება, დამუშავება);
** შედუღების ხარისხის კონტროლი, ნაკერების ვიზუალური და ტექნიკური შემოწმება, დეფექტების აღმოჩენა და აღმოფხვრა;
** სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ზომების და შრომის დაცვის წესების მკაცრი დაცვა;
** შედუღების აპარატისა და აღჭურვილობის გამართულად შენარჩუნება/მოვლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ნახევრად ავტომატური შედუღების (MIG/MAG / ე.წ. კემპით) მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** MIG/MAG შედუღების ტექნოლოგიის საფუძვლიანი ცოდნა სხვადასხვა სისქის ლითონებზე;
** ტექნიკური ნახაზებისა წაკითხვის უნარი;
** როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდურად მუშაობის უნარი.

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სუფთად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ოფიციალურ დასაქმებას შრომის კანონმდებლობის შესაბამისად;
** მუშაობას სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს;
** მონაწილეობას საინტერესო და ინოვაციურ პროექტებში;
** მეგობრულ და პროფესიონალებისგან შემდგარ გუნდს.

როგორ გამოგვეხმაუროთ: თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: info@avejiometal.ge გთხოვთ, წერილის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: MIG/MAG შემდუღებელი.
შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599 640 620
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 1 აპრილი, 2026 წ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია