Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=704779&print=yes&view=jobs
 
დისტრიბუტორი/პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუტორი/პრისელერი
მომწოდებელი: აგროალან ჯორჯია
გამოქვეყნდა: 02 მარტი / ბოლო ვადა: 02 აპრილი
იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია "აგროალან ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორი/პრისელერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად, ფიქსირებული+ ბონუსი

ფუნქცია - მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** ბაზრის მუდმივი მონიტორინგი;
** პოტენციურ და არსებულ მაღაზიებზე პროდუქციის შეთავაზება;
** პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტებში გაწერილი მარშრუტის მიხედვით;
** სავაჭრო ობიექტებისგან შეკვეთების აღება და მათი სისტემაში ასახვა;
** მერჩენდაიზინგის წარმოება;
** მინიმალური გეგმური რეალიზების უზრუნველყოფა;
** ობიექტიდან თანხის დროული ამოღება;
** სამუშაო დღის ბოლოს ობიექტებიდან ამოღებული თანხების სალაროში შეტანა;
** მის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის გამართული მუშაობა და ჰიგიენის კონტროლი;
** სალარო აპარატზე და ზედნადებზე მუშაობა.

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა B კატეგორია, ტარების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** პრისეილერ-დისტრიბუტორად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ძაღლის და კატის საკვების რეალიზაციის სფეროში გამოცდილება (სასურველი და არა სავალდებულო).

წარსადგენი დოკუმენტაცია:

კანდიდატის ინფორმაცია ფოტოსურათთან ერთად (აუცილებლად) გამოაგზავნეთ ელ ფოსტაზე: operation@agroalangeorgia.com
ველში მიუთითეთ "დისტრიბუტორი/პრისელერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია