|
დასახელება:
პროექტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სტუდიო ალფა სახლი
|
|
გამოქვეყნდა: 02 მარტი
/ ბოლო ვადა: 02 აპრილი
|
"ალფა ჯგუფი" წარმოადგენს არქიტექტურულ და სამშენებლო კომპანიას, რომელიც წარმატებით საქმიანობს საქართველოში 2003 წლიდან.
კომპანიის ვებ გვერდები და პროექტები:
https://alphahome.ge/ka
https://lisitopograph.ge
არქიტექტურული კომპანია "სტუდიო ალფა" აცხადებს ვაკანსიას პროექტის
მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** მრავალფეროვან პროექტებს
** კარიერული ზრდის პერსპექტივას
ძირითადი მოვალეობები:
** საპროექტო წინადადების მომზადებაში მონაწილეობა
** პროექტის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** პროექტის სხვადასხვა საკითხების/სქემების შეთანხმება მომიჯნავე
** სპეციალისტებთან. (კონსტრუქცია, გეოდეზია, ტექნოლოგიური სქემები, საინჟინრო სქემები და სხვ.)
** საპროექტო დოკუმენტაციის შემოწმება ხარვეზების არსებობის თაობაზე.
** ყოველკვირეული რეპორტის მომზადება შესრულებული სამუშაოების შესახებ
** პროექტის მიმდინარეობის პროცესის ორგანიზება და კონტროლი
** პროექტის ვადების კონტროლი და დაცვა
** საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწოდება
** მომსახურების გამწევ სპეციალისტებთან/ორგანიზაციებთან ხელშეკრულების
** მომზადება/გაფორმება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** არქიტექტურის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი.
** 41 დადგენილების და სხვა მოქმედი კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, Autocad, photoshop)
** Archicad - მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** მერიის არქიტექტურულ სამსახურში (4 კლასის ობიექტები) მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: ორშ - პარ. 10:00 - 19:00
** ანაზღაურება: 4 000 - 5 000 ლ. კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე
** ადგილმდებარეობა. ქ. თბილისი. რუსთაველის გამზირი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელმისამართზე: studio@alphahome.ge
|
|
|
|