|
დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
თერმო ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 28 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 28 მარტი
|
შპს "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და სანტექნიკის ხარისხიან პროდუქციასა და მომსახურებას.
საბითუმო ვაჭრობასთან ერთად, კომპანია საცალო ქსელით არის წარმოდგენილი საქართველოს მასშტაბით. თერმო ცენტრი 2021 წლიდან, ადგილზე აწარმოებს იატაკქვეშა გათბობის პროდუქციას, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს შოურუმებსა და ფილიალებში.
თერმო ცენტრი გამოირჩევა ფართო ასორტიმენტით და საიმედო გაყიდვის შემდგომი მომსახურებებით.
შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, შ. გოგიძის #6
ანაზღაურება: 1500 - 1800 ლარი (ხელზე ასაღები)
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ფიტპასს
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შეკვეთების მიხედვით პროდუქციის აგროვება და დისტრიბუციისთვის გამზადება;
** საწყობში მისაღები ტვირთვისთვის შესაბამისი სივრცის მომზადება;
** დადგენილი სტანდარტების მიხედვით პროდუქციის მიღება და დასაწყობება;
** საჭიროების შემთხვევაში, პროდუქციის შიდა გადაადგილება და ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო განათლება;
** სასურველია საწყობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** ოპერატიულობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - hr@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის თანამშრომელი".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|