Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=704651&print=yes&view=jobs
 
ბაზრის კვლევისა და შესყიდვების სამსახ. წამყვანი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბაზრის კვლევისა და შესყიდვების სამსახ. წამყვანი სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი / ბოლო ვადა: 13 მარტი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების დეპარტამენტში ბაზრის კვლევისა და შესყიდვების სამსახურის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ელექტრონული და გამარტივებული შესყიდვების განხორციელება მოქმედი საახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა წესების შესაბამისად;
** სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, ატვირთვა და ადმინისტრირება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
** შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებისა და მიწოდების ვადების განსაზღვრა, ბაზრის კვლევის ჩატარება და შესაბამისი შედეგების წარდგენა;
** ელექტრონული, კონსოლიდირებული და გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებისა და მათში ცვლილებების პროექტების მომზადება; გაფორმებული დოკუმენტების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასახვა.
** საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა ტექნიკური სპეციფიკაციების, ინფორმაციისა და დასკვნების მოსაპოვებლად;
** შესყიდვების პროცესის დროული, გამჭვირვალე და ეფექტიანი უზრუნველყოფა;
** კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, იურიდიული და ფიზიკური პირების წერილების/განცხადებების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება;
** სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან სამართლის მიმართულებით);
** სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის ცოდნა;
** მაღალი ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი - ქ.თბილისი;
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი);

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 13.03.2026

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ბაზრის კვლევისა და შესყიდვების სამსახურის წამყვანი სპეციალისტის"

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა გულისხმობს, პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "საქართველოს მელიორაციისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება თორმეტი (12) თვის ვადით ან/და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელფოსტაზე AM.Vacancy@ag.ge

აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.

შპს "საქართველოს მელიორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია