Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=704649&print=yes&view=jobs
 
შესყიდვების დეპარტამენტის განყოფილების მთავარი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტის განყოფილების მთავარი სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი / ბოლო ვადა: 13 მარტი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების დეპარტამენტის შესყიდვების ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შესყიდვების დეპარტამენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოება, ხელშეკრულებების ფარგლებში შესრულებების აღრიცხვა და გეგმა კონტროლის განხორციელება.
** სტრუქტურული ერთეულების მიერ გეგმის ცვლილებისათვის წარმოდგენილი განაცხადების დამუშავება, კლასიფიკატორის კოდების მინიჭება, გეგმის ცვლილების პროექტის მომზადება, მონაცემების ასახვა EPLAN მოდულში.
** საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით (eDocument) მიღებული შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების სტატისტიკური დამუშავება და ანგარიშსწორებისთვის ფინანსური დეპარტამენტისთვის გადაგზავნა.
** შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა და შესაბამისი სტატუსების მინიჭება.
** გაფორმებული ხელშეკრულებების, შეთანხმების აქტების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში გადაგზავნა საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის (eDocument) მეშვეობით.
** შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული სტატუსმიუნიჭებელი (ვადაგადაცილებული) ხელშეკრულებების ინფორმაციის დამუშავება, საჭირო დოკუმენტების მოთხოვნა სტრუქტურული ერთეულებიდან, სისტემაში ასახვა და შესაბამისი სტატუსის მინიჭება.
** კონტროლის განმახორციელები პირების ინფორმაციის საფუძველზე, ვადაგადაცილებისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზე წერილის სახით მიმწოდებლების ინფორმირება;
** კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის საწარმოო რესურსების დაგეგმარების (ERP) პროგრამაში ოპერირება.
** კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, იურიდიული და ფიზიკური პირების წერილების/განცხადებების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება.
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა კომპანიის მიერ დადგენილი წესით და ფორმით;
** განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში, გენერალური დირექტორის, კურატორი დირექტორის, დეპარტამენტის უფროსის/კურატორის, განყოფილების უფროსის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან სამართლის მიმართულებით);
** სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის ცოდნა;
** მაღალი ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი - ქ.თბილისი;
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი);

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 13.03.2026 წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "შესყიდვების ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტი"

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა გულისხმობს, პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "საქართველოს მელიორაციისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება თორმეტი (12) თვის ვადით ან/და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელფოსტაზე AM.Vacancy@ag.ge

აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.
შპს "საქართველოს მელიორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია